in

28 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015 გაიმართება !

28 თებერვალს, 12:00 დან 18:00 საათამდე, საგანმანათლებლო სააგენტო UK-Bridge სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015-ს უმასპინძლებს. გამოფენაზე მაღალი დონის უნივერსიტეტები, კოლეჯები, სკოლა–პანსიონები და ენის სკოლები: დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან იქნებიან წარმოდგენილნი. დეტალური ინფორმაციისთვის მარკეტერი UK Bridge- ის საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორს- სალომე პატარიძეს ესაუბრა. 

UK BridgeM: რატომ გადაწყვიტეთ განათლების საერთაშორისო გამოფენის ჩატარება და ვინ არიან ორგანიზატორები ?

საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge 2008 წელს დაარსდა. მას შემდეგ ჩვენმა კომპანიამ უამრავი სტუდენტი ევროპისა და ამერიკის სასწავლებლებში გაგზავნა. 2011 წელს პირველებს გაგვიჩნდა იდეა ჩაგვეტარებინა საერთაშორისო გამოფენა, რომელზეც ჩვენი პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტები იქნებოდნენ წარმოდგენილნი. ასე ჩატარდა, პირველად საქართველოში, განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელმაც შედეგად წარმატება მოგვიტანა. გაიზარდა როგორც მომხმარებელთა, ასევე პარტნიორი საგანმანათლებლო ინსტიტუტების რიცხვიც. დროთა განმავლობაში ჩვენთან მოსულ ადამიანებს უფრო და უფრო მეტ, მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით. აქედან გამომდინარე გამოფენამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს უკვე მეხუთედ გაიმართება.

M: ონკრეტულად რა იგეგმება გამოფენაზე ? რა ტიპის ინფორმაციას მიიღებენ მონაწილეები  ?

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 17 სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტი: მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, საზაფხულო სკოლები, სკოლა-პანსიონები, ენის შემსწავლელი ცენტრები და ასე შემდეგ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ მათ წარმომადგენლებს და მიიღონ სასურველი ინფორმაცია იქნება ეს ფაკულტეტების, კურსების ჩამონათვალი, სწავლის ხანგრძლივობა, სწავლის საფასური, დაფინანსების შესაძლებლობა და ა.შ. ეს არის ძალიან კარგი შანსი ქართველი მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისა და მათ მშობლებისათვის, რათა უკეთ გაეცნონ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებსა თუ კურსებს.

M: რომელი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩამოდიან და რომელი ქვეყნიდან ? 

სულ, ღონისძიებაში 17 საგანმანათლებლო ინსტიტუტი მიიღებს მონაწილეობას: დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. განათლების საერთაშორისო გამოფენა 2015 ის მონაწილეები იქნებიან: Kings Colleges; European University, EC English, The University of Social Sciences and Humanities – Poland; Wimbledon School of English, Language in Group, Kaplan International Colleges, Eurocentres, Cambridge Education Group, Buckswood school, BOSS, Broadway education, Astrum Colleges, Anglo-American University, British Study centers school of English, Global University Systems, Select English and St Andrews.

M: ვისზეა ეს ღონისძიება გათვლილი ? 

ღონისძიება გათვლილია სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, ასევე ადამიანებზე, რომლებსაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და გეგმავენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, ანუ ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. გამოფენა საინტერესო იქნება მათთვისაც, ვისაც უბრალოდ სურს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სხვა ქვეყნებში განათლების მიღებასთან დაკავშირებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ენის სასწავლო,ასევე პროფესიული კურსის ცენტრები, ამიტომ ღონისძიება საჭირო, მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისა თუ დაწესებულებებისთვისაც, რომელთაც სურთ საკუთარი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება, უცხო ენის გაუმჯობესება და ა.შ.

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? 

გამოფენა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისათვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება, ამისთვის საჭიროა მხოლოდ შემოუერთდეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს და გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ლინკზე:

https://www.eventbrite.com/e/2015-international-education-fair-2015-tickets-15614631784

M: სად და როდის გაიმართება ? 

გამოფენა გაიმართება 28 თებერვალს, 12:00-დან 18:00 საათამდე, სასტუმრო თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ. #13).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ :

https://www.facebook.com/ukbridge

http://www.ukbridge.ge/

მისამართი:  პეტრიაშვილის 24

ტ 2 22 4997

[email protected]

[email protected]

გიყვარდეს შენი კულულები – “Dove”-ი აგრძელებს ქალების მხარდაჭერას

Homeis.ge- ავეჯისა და სახლის დეკორატიული ნივთების ონლაინ მაღაზია ქართულ ბაზარზე