in

რა გამოჩნდება 29 აპრილს და სად მივყავართ happyme.ge-ს!

მარკეტერის ერთგული მკითხველი უკვე შეამჩნევდით ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ბანერებს წარწერით დარჩა X დღე. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით, სადამდე ან რამდე დარჩა X დღე 29 აპრილს გახდება ცნობილი.

 happyme.ge

როდესაც სარეკლამო კომპანია დაგვიკავშირდა და ბანერი განსათავსებლად მოგვაწოდა დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. მალე აღმოჩნდა რომ ანალოგიური კამპანია ტელევიზიითაც და თბილისის მაღაზიებშიც მიმდინარეობს, ერთ-ერთ მათგანს დღეს ჩვენც გადავაწყდით სუპერმარკეტ გუდვილში.

 

happyme-goodwill

ცხადია მივხვდით რომ რაღაც “დიდთან” გვაქვს საქმე და არა მაგალითად ახალ ვებგვერდთან. “კლიენტის” გასარკვევად ისევ სარეკლამოს დავუკავშირდით, განგვიცხადეს რომ ვერანაირ დამატებით ინფორმაციას დამკვეთზე ვერ მოგვაწვდიდნენ და გვირჩიეს დაველოდოთ 29 აპრილს. ლოდინი ყოველთვის საინტერესო არაა.

ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე ინფორმაცია, თუმცა კონკრეტულად რომელ ბრენდს ან კომპანიას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი მაინც რთული გამოცანად რჩება.

1) ბანერების საბოლოო დანიშნულებაა  ვებგვერდი www.happyme.ge . დომენის მფლობელის იდენტიფიცირება registration.ge-ს მეშვეობით ვერ ხერხდება, როგორც ჩანს კარგად დააზღვიეს რომ ინფორმაცია არ გავრცელდეს.

2) ტელევიზიით დილით და ღამით გადის ორი განსხვავებული რეკლამა, ორივე გადაღებულია ქავთარაძის გუდვილში. (ჩვენს მიერ გადაღებული ფოტო ეკუთვნის დიღმის გუდვილს) ნახეთ ვიდეოები.

3) ვეცადეთ მოგვეძებნა კამპანია  ან კომპანია Happyme-ს ირგვლივ, მაგრამ ვერსად ვერაფერს მივაკვლიეთ.

4)  იმის გათვალისწინებით, რომ რამოდენიმე კვირის წინ თბილისი მოლში განთავსებულ ყუთში ავტომობილი აღმოჩნდა, რთულია დადგენა საკვებ პროდუქტთან გვაქვს საქმე თუ რომელიმე კურორტთან ან ტურისტულ სააგენტოსთან.

 

თუ ფლობთ რაიმე დამატებით ინფორმაციას, რომელიც  გაამარტივებს გამოცნობას მოგვწერეთ აქ, 29 აპრილს კი სავარაუდოდ ყველა გავიგებთ რამდენად ახლოს ვიყავით სწორ პასუხთან 🙂

მუსიკას და რუსეთს არ აქვთ საზღვრები?

“ასე შენდება ქვეყანა” – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარეკლამო კამპანია