Google-ს ინფორმაციით, სმარტფონების მწარმოებლებს მომავალში პოპულარულ აპლიკაციებთან უფასო წვდომა აღარ ექნებათ. აქამდე არსებულ სმარტფონებში უკვე დაინსტალირებული იყო Google-ის საძიებო სისტემა და Chrome ბრაუზერი, ეს კი ევროპელმა კანონმდებლებმა უკანონოდ ჩათვალეს და 5 მილიარდიანი ჯარიმა დაუწესეს. სწორედ ამიტომ, 29 ოქტომბრიდან ევროპაში ყველა ახალგამოშვებული ანდროიდის მოწყობილობა სალიცენზიო გადასახადს დაექვემდებარება.
Google-ს წინასწარ დაინსტალირებული საძიებო სისტემა და Chrome, ისევე როგორც სხვა აპლიკაციები, გვეხმარებოდა ანდროიდის განვითარებასა და უფასო დისტრიბუციაში. ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ფასიან სალიცენზიო შეთანხმებას ევროპულ ეკონომიკურ ზონაში გასაგზავნი სმარტფონებისა და ტაბლეტებისთვის”- განაცხადა პლათფორმებისა და ეკოსისტემების Google-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჰიროში ლოქჰეიმერმა.

ანდროიდის მომხმარებლებისთვის იცვლება ის, რომ სმარტფონში წინასწარდაინსტალირებული პროგრამები ახლა უკვე განსხვავებული იქნება. ფაქტობრივად, ამით სხვა საძიებო სისტემებს ეძლევათ შანსი, გახდნენ პოპულარულები ანდროიდებში გამოჩენით.
სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელზეც გადასახადი დაწესდება Play Store იქნება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სახის პოპულარული აპლიკაციების ჩამოწერაა შესაძლებელი.










