in

როგორ წავშალოთ ორფაქტორიანი იდენტიფიკაციის კოდები iPhone-ზე ავტომატურად?

ორფაქტორიანი იდენთიფიკაცია ნამდვილად მოსახერხებელი რამაა, როცა სოციალურ ქსელებსა და მეილზე ანგარიშების მეტად დასაცავად. თუმცა ამის მეორე მხარეს დგას დაუსრულებელი კოდები, რომლებიც მესიჯებში გროვდება და ცალკე დროს მათ წაშლას ვანდომებთ — თითქოს ხომ არაფერია შემაწუხებელი, მაგრამ პერფექციონისტი ადამიანებისთვის, რომელთაც ყველაფრის სრულყოფილებამდე მოწესრიგება სურთ, მაინც „მძიმე ტვირთია“… ამიტომაც, ამ სტატიაში გასწავლით, როგორ წაშალოთ მსგავსი მესიჯები iPhone-ზე ავტომატურად.

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ფუნქციით სარგებლობა iOS 17-ის განახლების მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ. ის iPhone-ის ავტომატური შევსების სისტემას ეყრდნობა, რომელსაც შეუძლია, ორფაქტორიან იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული შეტყობინებები აღმოაჩინოს და ავტომატურად წაშალოს.

იმისათვის, რომ ფუნქცია გაააქტიუროთ, პარამეტრების აპლიკაცია უნდა გახსნათ და აირჩიოთ „Passwords“. მასზე დაკლიკების შემდეგ გადახვალთ Password Options-ში და აქვე გამოჩნდება განყოფილება, სახელწოდებით Verification Codes — სწორედ აქ მონიშნავთ „ავტომატურ გასუფთავებას“ (Clean Up Automatically).

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფუნქციით სარგებლობა iPad-ზე შეგიძლიათ — რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ iPadOS 17-ზე გაქვთ განახლებული. აქაც ჩვეულებრივ ზემოხსენებულ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ. ხოლო თუ მისი გაუქმება მოგინდებათ, უბრალოდ პარამეტრებიდან გამორთავთ. ასევე, მესიჯების აპლიკაციაში ბოლოს წაშლილებშიც შეგეძლებათ მათი ნახვა. უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ 40 დღის შემდეგ ამ ველიდანაც საბოლოოდ წაიშლება კოდებთან დაკავშირებული შეტყობინებები.

აქვე იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ 2FA კოდები მხოლოდ მაშინ წაიშლება ამ გზით, თუკი ავტომატური შევსების ფუნქციას გამოიყენებთ. სხვა სიტყვებით, თუ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში ხელით შეიყვანთ დამადასტურებელ კოდს, 2FA მესიჯი თავისით არ წაიშლება.

რითაა გამოწვეული შეგრძნება, თითქოს ოთახში მარტო არ ხართ? — კვლევა

NEXT ტურიზმის ოსკარის, World Travel Awards-ის გამარჯვებულია