in

„2 ნაბიჯისა“ და Art Nation Loyalty-ის ერთობლივი ლოიალობის აქცია დაიწყო!

მაღაზიათა ქსელმა „2 ნაბიჯი“, სააგენტო „Art Nation Loyalty“-სთან ერთად, ლოიალობის კამპანია დაიწყო. ის EAR რეალობაზე შექმნილ „ონლაინ“ თამაშზეა დაფუძნებული. აქცია  „2 ნაბიჯის“ 312 მაღაზიაში, 5 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მაღაზიათა ქსელმა „2 ნაბიჯი“ პირველმა განახორციელა ასეთი არასტანდარტული პროექტი, მომხმარებლებში ლოიალობის გაზრდის მიზნით.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველთათვის, ორგანიზატორებს ასეთი წესები აქვთ: 

  • შეიძინე „2 ნაბიჯში“ 5 ლარის პროდუქცია
  • ყოველ 5 ლარზე მიიღე 2 ბარათი, თითო – 30 თეთრად
  • შეაგროვე დამატებითი ბარათები, აქციის მეგობარი პროდუქტების შეძენის შემთხვევაში

„გვჯერა, ლოიალობის პროგრამა Arena პასუხობს მოზარდი თაობის მოთხოვნებსა და ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობთ, ის საკმაოდ წარმატებული იქნება საქართველოში. EAR რეალობა, „ონლაინ“ თამაში და ინტერაქციული კონტენტი ყველა ქვეყანაში მზარდი ტენდენციაა მოზარდებს შორის – Arena მიაღწევს ჩვენი, როგორც „რითეილერის“ საბოლოო მიზანს – გავზარდოთ მომხმარებელთა ლოიალობა, შევინარჩუნოთ ძველი და მოვიზიდოთ ახალი მომხმარებლები. გარდა ამისა, დარწმუნებულები ვართ, ეს კამპანია მოზარდებს უამრავ სასიამოვნო ემოციას მოუტანს. ვიმედოვნებთ, ისინი მოუთმენლად დაელოდებიან მომდევნო სეზონებს, რომ სუპერგმირების ვირტუალურ სამყაროში თამაში გააგრძელონ“, – ამბობს „2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ახვლედიანი.

კამპანია Arena აქტუალურ ციფრულ ტექნოლოგიებზეა აგებული. კომპანიაში ამბობენ, WOW ეფექტი მიიღწევა EAR რეალობის გამოყენებით, საკოლექციო ბარათებზე, სათამაშო აპლიკაციის ვირტუალური ფანტაზიის სამყაროთი და გაცოცხლებული პერსონაჟებით. წესების თანახმად, მომხმარებლებმა უნდა შეაგროვოს 44 გმირი, რომლებიც თამაშში სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით ცოცხლდებიან.

„მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ „2 ნაბიჯს“ პროექტის ნდობისა და დაფასებისთვის. Arena-მ უკვე მიიღო დადებითი გამოხმაურება უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში, სადაც კამპანიის რამდენიმე სეზონი განხორციელდა. ყველა მათგანი იყო წარმატებული და სავაჭრო ქსელებმა აღნიშნეს KPI-ს მზარდი ტენდენცია. გვჯერა, რომ საქართველოს ბაზარზეც შევძლებთ გავიმეოროთ ეს წარმატება, აპლიკაცია Arena კი კვლავ დაიკავებს წამყვან პოზიციას App Store-სა და Google Play-ში“, – ამბობს Art Nation Loyalty-ის გენერალური პროდიუსერი ედუარდ ახრამოვიჩი.

ლოიალობის აქცია Arena არის მომხმარებელსა და „რითეილერს“ შორის ურთიერთობის ახალი საფეხური იმისათვის, რომ შეინარჩუნოს არსებული და მოიზიდოს ახალი სამიზნე აუდიტორია, ასევე – გაზარდოს გაყიდვები.

„თანამედროვე „რითეილერი“ ისწრაფვის, გახადოს მომხმარებელი მის მიმართ ლოიალური, სანაცვლოდ კი, რაღაც უფრო მეტი შესთავაზოს. Art Nation Loyalty, საცალო ვაჭრობისთვის, სწორედ ასეთ უნიკალურ გადაწყვეტილებებს ავითარებს“. 

„2 ნაბიჯის“ შესახებ

„მაღაზიათა ქსელი „2 ნაბიჯი“ ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია. ეს არის ბრენდი, რომელსაც აქვს ამბიცია, ყიდვის გამოცდილება შეცვალოს – მოარგოს ის მომხმარებლის სურვილსა და საჭიროებებს, გადააფასოს ბაზარზე დამკვიდრებული წესები და სტატუს-კვო. ამისთვის კი, გამოიყენოს ყველა რესურსი, მათ შორის ტექნოლოგიური და გაააქტიუროს ადამიანების აღქმა დაზოგვის აუცილებლობის მიმართ. კომპანია, დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 312 მაღაზიით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“.

Art National Loyalty-ის შესახებ

„Art National Loyalty არის ლოიალობის სააგენტო, რომელიც სპეციალიზებულია ინოვაციური პროდუქტების შემუშავებაში. მიმდინარე ტენდენციების, ახალი  ტექნოლოგების და თამაშის მექანიკის გათვალისწინებით, კომპანია ქმნის განსაკუთრებულ გამოცდილებას მომხმარებლებისთვის და დამატებით მოგებას – „რითეილერისთვის“. Art National Loyalty-ის პარტნიორებს შორის არიან: „АТБ” (№1 უკრაინაში), „Евроопт” (№1 ბელარუსში), „Magnum Cash & Carry” (№1 ყაზახეთში), „Korzinka.uz“  (№1 უზბეკეთში ) და სხვები“. 

 

[R]

სავაჭრო ცენტრი ,,სითი მოლი“ დაბადების დღეს ინოვაციური ლოიალობის პროექტით

ტვინის ახალი იმპლანტი უსინათლო პაციენტებს დანახვაში ეხმარება