9
იან
2018

2 კამერა სელფისთვის! Sony-ს ახალი სმარტფონი Xperia XA2 Ultra!

9 იან 2018

veon


აღსრულდა! როგორც იქნა, Sony-მაც გამოუშვა სმარტფონი 3 კამერით, თუმცა აქაც არ დაუკარგავს ორიგინალობის შეგრძნება და ორი კამერა, უკანა პანელის ნაცვლად, ეკრანის მხარეს დაამონტაჟა. Xperia XA2 Ultra სელფის გადაღებას განსაკუთრებით გააადვილებს, რადგან მეორე კამერა მნიშვნელოვნად ფართო რაკურსით გადაღებაზეა გათვალისწინებული. ეკრანის ზომა 6” , ოპერატიული მეხსიერება 4GB, შესანახი მეხსიერება – 64GB (შეგიძლიათ მოათავსოთ 256GB-იანი მეხსიერების ბარათი). ოპერაციული სისტემა: Oreo 8.0. 3580 მილიამპერიანი ბატარეა. სმარტფონი ნამდვილად ეფექტურია ვიზუალურადაც და ეკრანიც უფრო ვრცელია, თუმცა სონიმ წინა პანელის ზედა და ქვედა ნაწილი, რომელზეც ეკრანის განთავსებას მომხმარებელი უკვე კარგა ხანია ითხოვს, მაინც ვერ დათმო და ამ მოდელშიც შეინარჩუნა. მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია თითის ანაბეჭდის სკანერმაც, რომელიც უკანა მხარეს არის განთავსებული, თუმცა საერთო ჯამში სმარტფონი რომ შთამბეჭდავია, უდავოა და იმედია, მალე ქართულ ბაზარზეც ვიხილავთ.

 

განხილვა