in

“კრაფტ ლუდსახარში ქართულ სამზარეულოსთან დავამეგობრეთ” – ამბავი “2 ტონაზე”

“2 ტონას” გუნდში ვართ ის ადამიანები, ვინც პირველებმა დავიწყეთ კრაფტ ლუდის წარმოება საქართველოში”

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის მიმართ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ინტერესი. როგორც ლუდის მოყვარულები ამბობენ, კრაფტ ლუდი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ, ლუდი. ესაა სრულიად განსხვავებული არომატების სამყარო, რომელშიც სტილის, რეცეპტებისა და გემოების გარდა, ლუდის მხარშავის ენერგეტიკა და გულით გამოხატული კრეატივი იგრძნობა. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ყოველ ლუდსახარშს მისი ინდივიდუალური ისტორია და ხასიათი აქვს. სწორედ კრაფტ ლუდის სიყვარული იქცა “2 ტონას” დაფუძნების შთაგონებად. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ნინი ქავჟარაძემ გვიამბო, “2 ტონას” ჩამოყალიბებისას, მის შემქმნელებს სურდათ ლუდის კულტურა ჰორეკას მიმართულებით განევითარებინათ. სურდათ, “2 ტონა” კრაფტ ლუდის სამყაროს სივრცედ ჩამოეყალიბებინათ, სადაც ლუდის ხარშვა ოსტატობად, თავად კრაფტ ლუდი კი, ხელოვნების ნიმუშად აღიქმება. კონცეფციის ფარგლებში, კრაფტ ლუდსახარში ქართულ სამზარეულოსთან გააერთიანეს და ლუდის მოყვარულების გამასპინძლება ამ გზით გადაწყვიტეს.

“2 ტონას” კონცეფციის შემუშავებისას, გადაწყვიტეს, აეთვისებინათ გარეუბნები და სწორედ იქ განათავსეს სტუმრების მისაღები სივრცეები. ამ დროისთვის, “2 ტონაში” სტუმრობა ვარკეთილსა და მუხიანში შეგიძლიათ. როგორც გვიამბეს, ადგილმდებარეობის ასეთი არჩევანი ბაზარზე დაკვირვებამ განაპირობა – აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ტერიტორიებზე ხდება ლუდის ყველაზე აქტიური მოხმარება და მოსახლეობაც საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული.

 

M: ნინი, კრაფტ ლუდს ხელოვნების ნიმუშს უწოდებთ. მის თავისებურებებზე გვესაუბრეთ…

იმდენი განსხვავებული კრაფტ ლუდი არსებობს, იმდენი არომატისა და სტილის არჩევანია, რომ თვით კრაფტ ლუდის აქტიური მსმელიც კი ვერ იოცნებებს მსოფლიოში არსებული ყველა ტიპის კრაფტ ლუდის დაგემოვნებაზე. კრაფტ ლუდი [Craft beer] არის მთლიანად არომატი, საინტერესო ლუდი, რომელსაც ხალხი აგემოვნებს და მთელი გულით შეიყვარებს ხოლმე. მაგალითად, თუ ეძებთ ლუდს კარამელის ნოტებით, ‘აპა’ იდეალური ვარიანტი იქნება თქვენთვის. თუ უფრო მწარე გემოები გიზიდავთ, ‘იპა’ -ს დაგემოვნებას გირჩევთ.

კრაფტ ლუდი (Craft beer) ზედმიწევნით კარგად შეესაბამება საკვებს. ეს კი, 4 ინგრედიენტისა და მათი მრავალფეროვანი გამოხატულებების დამსახურებაა. არსებობს უთვალავი ტიპის სვია, მარცვლეული, საფუარი.  მათ საბოლოო არომატზე ხარშვის მეთოდი და წყალიც  კი ახდენს ზეგავლენას. თქვენი საკვებისთვის იდეალური ლუდის შეხამება (და პირიქით), თქვენს გამოცდილებას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანს.

M: “2 ტონას” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევა ე.წ. Draft Shop-ის კონცეფცია. რას გულისხმობთ ამ ტერმინის მიღმა?

ორივე ობიექტზე სამზარეულოსგან კრაფტ ლუდის წარმოებისგან განცალკევებულად გვაქვს ეგრეთ წოდებული Draft shop-ები, საიდანაც პეტის ბოთლით შესაძლებელია კრაფტ ლუდის [Craft beer] წაღება თქვენთვის სასურველ ადგილას: ეს იქნება პიკნიკი ქალაგარეთ, რაიმე ტიპის ღონისიება, ან თუნდაც მეგობრებთან ერთად ნეებისმიერ თავშეყრის დროს ან თუნდაც ქალაგარეთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შენახვის ვადა მაქსიმუმ 2 დღეა ჩამოსხმიდან და ეს სწორედ იმიტომ, რომ აბსოლიტურად ჯანსაღი პროდუქტია [Craft beer].

M: კრაფტ ლუდის ხარისხისა და მრავალფეროვნების მიუხედავად, ბაზარზე საკმაოდ მაღალია ქარხნული წარმოების ლუდის მოხმარება. რა უპირატესობა აქვს კრაფტ ლუდს?

ლუდი არ შეიძლება ინახებოდეს პლასტმასაში დიდი შენახვის ვადით, თან მითუმეტეს, რომ შენახვის ვადა, ძირითადად, 7 თვე, 1 ან 2 წელია. ეს გამორიცხულია და მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ეტაპობრივად ხდება პლასტმასას ბოთლებით წარმოებული პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება. ხაზს ვუსვამ, როცა ეს ეხება ხანგრძლივ შენახვის ვადას. კრაფტ ლუდის შემთხვევაში კი სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მინდა ყველამ რამდენად კარგ, გემრიელ კრაფტ ლუდს [Craft beer ] ვაწარმოებთ და რამდენად ჯამრთელი, ჯანსაღი ვიტამინებით სავსე პროდუქტია და რამდენად რეალობაა ეს. კრაფტ ლუდს ღვინისნაირი ბენეფიტები აქვს, უფრო მეტიც კი. ის შეიცავს B ვიტამინს, სელენიუმს და ჰიდრატებს ზომიერად მოხმარებისას.

კრაფტ ლუდი [ Craft beer ] – ეს ხარისხია; ფოკუსირება ხდება ტრადიციულ ინგრედიენტებზე რაც, იმაზე მეტყველებს, რომ ლუდის მხარშველები იყენებენ მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს, მიუხედავად მათი რაოდენობისა და ღირებულებისა. კრაფტ ლუდი[Craft beer] ზომიერი დაგემოვნების შემთხვევაში, როგორც ზევით ვახსენე, რეალურად და ნამდვილად არის ვიტამინებით გაჟღენთილი და სასარგებლო ბუნებრივად ხარშვის პროცესითა და ტეკნოლოგიურად მიღებული ალკოჰოლური სასმელი.

ამიტომ იცოდეთ, როდესაც ნამდვილი კრაფტ ლუდი და ზოგადად ნამდვილი ლუდის დაგემოვნება მოგინდებათ – თქვენ გაგიმართლათ ჩვენ აქ ვართ – საქართველოში, ჩვენთანაც არის ქართული პროდუქტი, ქართული წარმოება ნამდვილი, ხარისხიანი და სანდო, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არსებობს.

 

[R]

ჭიქა ჩაით მორთმეული ლიტერატურული პერსონაჟები და მწერლები – ნიკა ბარბაქაძის ნამუშევრები

„შენი ზაფხული აქ არის“ – Myhome შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად