ბევრი ჩვენგანი იტანჯება შფოთვით ყოველდღიურად, არ აქვს მნიშვნელობა, ამის მიზეზი სამსახურებრივი სტრესია, პერსონალური გამოწვევები თუ გარემოში არსებული ქაოსი. 3-3-3-ის წესი ყველა შემთხვევაში მუშაობს. თანაც, ძალიან მარტივი ტექნიკაა, რომელიც კონტროლის დაბრუნებასა და გონების დამშვიდებაში დაგეხმარებათ. მოკლედ, ამ წესის მიხედვით სამი რამ უნდა გააკეთოთ:
- აღნიშნეთ 3 რამ, რასაც ირგვლივ ხედავთ — მიმოიხედეთ, დაადგინეთ სამი ობიექტი, რომლებსაც ხედავთ და დრო დაუთმეთ მათ შესწავლას, დააკვირდით დეტალებს, ფერებსა და ფორმებს. ამ პროცესში შინაგანი შფოთვიდან გარემოზე ფოკუსირდებით.
- ამოიცანით 3 ხმა, რომლებიც გესმით — მოუსმინეთ ყურადღებით, დაადგინეთ სამი ხმა, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ, თუნდაც, ეს კონდიციონერის ზუზუნი იყოს…
- აამოძრავეთ სხეულის სამი ნაწილი — მაგალითად გაიმართეთ მხრებში, აამოძრავეთ ფეხის თითები და მოატრიალეთ თავი, პროცესში კი ყურადღება გაამახვილეთ შეგრძნებებზე, რომლებსაც თითოეული მოძრაობა იწვევს.
ეს ტექნიკა ნებისმიერ დროსა და ადგილზე შეგიძლიათ გამოცადოთ, იმდენჯერ გაიმეოროთ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ. თანაც, პრინციპი საკმაოდ მარტივია — შინაგანი შფოთვიდან აწმყოში არსებულ მომენტზე ვფოკუსირდებით. თუმცა თქვენთვის თუ მაინც ცოტა ბუნდოვანია, ქვემოთ მოგიყვებით, როგორ მუშაობს 3-3-3-ის წესი:
გრძნობებთან დაკავშირება — შფოთვას სტრესულ და ნეგატიურ აზრებამდე მივყავართ, 3-3-3 წესი კი სწორედ ამ აზრებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება და ჩვენს ფოკუსს სენსორული გამოცდილებისკენ მიმართავს.
გვეხმარება კონცენტრირებაში — გარემოზე ყურადღების გამახვილებაში გვიწყობს ხელს და მშფოთვარე აზრებიდან ფოკუსს აწმყოსკენ მიმართავს.
ამშვიდებს სტრესულ პასუხს — შფოთვა მხოლოდ მენტალური მდგომარეობა კი არ არის, ჩვენს სხეულზეც აისახება და ისეთ ფიზიკურ სიმპტომებამდე მივყავართ, როგორებიცაა აჩქარებულის გულისცემა და კუნთების დაჭიმულობა. 3-3-3 წესი კი ამ დროს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, ფიზიკური მოძრაობით აღნიშნულ საკითხებს აგვარებს და სხეულს დამშვიდებაში ეხმარება.
ამგვარად, ცდა ნამდვილად ღირს…