in ,

6 თვის განმავლობაში, Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა

Facebook-ის მიერ გამოაქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, სოციალურმა ქსელმა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს რეკორდული ციფრია წინა ანგარიშებში ასახულ მონაცემებთან შედარებით. გარდა ამისა, BBC-ს ცნობით, წაიშალა 7 მილიონზე მეტი პოსტი, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავდა.

Facebook-ის თქმით, ყალბი ანგარიშების შთამბეჭდავი რიცხვი უკავშირდება ინტერნეტ თაღლითებს, რომლებიც ყალბი ექაუნთების შესაქმნელად ავტომატურ მეთოდებს იყენებენ. თუმცა, ასეთი ექაუნთების უმეტესობა შექმნიდან რამდენიმე წუთში იშლება, მანამ, სანამ ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენებას შეძლებენ. გარდა ამისა, Facebook-ის ინფორმაციით, ამ ექსვსი თვის განმავლობაში, წაიშალა ერთ მილიონზე მეტი პოსტი, რომელიც ნარკოტიკებითა თუ იარაღით ვაჭრობის მიზნით იყო დაწერილი.

როგორ გადარჩა სათამაშოების საწარმო „დადარი“?!

რა გზას გადის კოკაინი შენამდე? – Netflix-ის კამპანია