26
Dec
2018

ბიზნესისთვის სასარგებლო 3 სამომავლო გადაწყვეტილება

26 Dec 2018

ბიზნესმენების უმეტესობა ახალი წლის დასაწყისში ჩამოწერილ გეგმებს არ მიჰყვება ან თუ მიჰყვება, როგორც კვლევების უმეტესობა აჩვენებს, მათი დიდი ნაწილი თებერვლის ბოლოსვე წარუმატებელი გეგმების სიას მიეწერება ხოლმე. რატომ? ზოგიერთი მიზანი ზედმეტად დიდი და რთულად მისაღწევია, ზოგის მიღწევაც უდიდეს დროს მოითხოვს. თუმცა, შეიძლება ეს იმიტომაც ხდება, რომ ისინი მოსაწყენები არიან. კარგ და  გრანდიოზულ მიზნებს კი დიდი ძალისხმევა სჭირდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარმოგიდგენთ 3 გეგმას/გადაწყვეტილებას, რომელსაც 2019 წლის ბოლომდე შეინარჩუნებთ:

იყოლიეთ კონკურენტი პარტნიორი

კონკურენტი პარტნიორი სწორედ ის სუბიექტია, რომელიც გაძლიერებასთან ერთად, ბევრ რამეს გასწავლით. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მართალია, ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუმცა, არც სხვისი გამოცდილებაა ნაკლებად სასარგებლო. კონკურენტი პარტნიორის შემთვევაში, დაძაბულობა, რასაკვირველია, მატულობს, ამ დროს, ხომ შეცდომებისკენაა მაქსიმალური ორიენტაცია მიმართული. თუმცა, სწორედ ამ დროს შეიძლება იმის სწავლა, რაც აქამდე არ იცოდით და მომავალში გამოიყენებთ.

აირჩიეთ, გადაწყვეტილება “ერთი”

თქვენ იცით, ის ერთი რამ, რისი გაკეთებაც მუდმივად გსურთ, თუმცა, არასდროს აკეთებთ. გადაწყვიტეთ, რომ საბოლოოდ შეუდგეთ მასზე მუშაობას. შესაძლოა, თქვენ ამას იმიტომ არ აკეთებთ, რომ რაიმეს ეჭვობთ, ან გეშინიათ, ან განიცდით. მსგავსი განცდები გაშორებთ სიახლეებს. თუმცა, სიახლეების გარეშე წარმატებები არ მიიღწევა. როდესაც სიახლეების მიღების სურვილი გაგიჩნდებათ და ამ მხრივ, პირველ ნაბიჯს გადადგამთ, შემდეგ ჯერზე უფრო მარტივად მიიღებთ მათ. მთავარია, სცადოთ. შესაბამისად, აუცილებლად დაისახეთ ის ერთი რამ წლის დასაწყისში, რისკენაც მიილტვით, თუმცა, მის მიღწევაზე არ შრომობთ. დაუშვით გამონაკლისი ახლა.

ორიენტირდით პრობლემურ მომხმარებელზე

ყოველთვის არის ერთი ისეთი კლიენტი, რომელიც გამუდმებით ბევრს ითხოვს თქვენი კომპანიისგან/დაწესებულებისგან. ორიენტირდით მასზე – რამდენად შეგიძლიათ მისი სურვილების დაკმაყოფილება. თუკი ამას შეძლებთ, იფიქრეთ იმაზეც, თუ რამდენად შეიძლება, ამგვარი რეჟიმი მუდმივი გახადოთ. გააკეთეთ მაქსიმალური, რაც კი შეგიძლიათ.

წყარო: www.inc.com

 



განხილვა