in

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ეკა ყიფიანი

ამჯერად თავის ფავორიტ სამ რეკლამას JWT Metro-ს წარმომადგენელი, ეკა ყიფიანი შემოგვთავაზებს. მეტროს შემოქმედებითი სარეკლამო რგოლები არაერთხელ გვინახავს და ჩვენზე დადებითი შთაბეჭდილებაც მოუხდენია, ახლა კი გავიგოთ, რომელ რეკლამებს ანიჭებს უპირატესობას გუნდის კრეატიული ხელმღვანელი. 

თავიდან მეგონა, რომ რა უნდა 3 ფავორიტი რეკლამის დასახელებას. თურმე რთული ყოფილა, მაგრამ მოდი, უფრო იმ სამს ვიტყვი, დღეს რომ თავში მომივიდა. სხვები სხვა დროს იყოს…

Guiness – სერფერი

მასთან ბევრი წლის სიყვარული მაკავშირებს. დღესაც რომ გამოსულიყო, ისეთივე წარმატებული იქნებოდა, როცა მაშინ. ყველაფერი იდეალურია, განსაკუთრებით ცხენები, განსაკუთრებით ტექსტი, განსაკუთრებით კადრები რომ შეშდება და ბოლოს სლოგანს დასრულებაც რომ არ სჭირდება. 

Channel 4 – რიოს პარაოლიმპიადა

ერთია, რომ აი, ასეთი მოულოდნელი ხასიათი მისცეს და მეორეა, რომ საერთოდ როგორ განახორციელეს? თან რომ მხიარულია, თან რომ ინსპირაციულია, თან რომ იუმორი, თან რომ გამბედაობა და სუპერადამიანობა დევს. ბევრს მივცემდი ჩემს პორტფოლიოში რომ იყოს ეს რგოლი.

Nike – სიდიადე (greatness) 

„ნაიკი” ჩემთვის განსაკუთრებული ბრენდია, მისი ხასიათიდან გამომდინარე და ჩემზე დიდ გავლენას ახდენს ეს ბრენდიცა და მისი სააგენტოც. უამრავი გენიალური რამე გაუკეთებია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეს მიყვარს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ 1 კადრში, ძალიან სწორი სიტყვებით, იდეალური პერსონაჟით არის გადმოცემული”.

ეკა ყიფიანი – JWT Metro-ს კრეატიული ხელმძღვანელი

5 ქართველი UI/UX დიზაინერი, რომელიც უცხოური ბრენდებისთვის მუშაობს

სიახლეებით სავსე ზაფხული „ალტასგან”