ამ უკვე ტრადიციად ქცეული რუბრიკის მორიგი სტუმარიც ისეთივე საინტერესო ადამიანია, როგორიც მისი წინამორბედნი. ჩვენ მას როგორც სარეკლამო, ისე მუსიკალური სამყაროდან ვიცნობთ, კერძოდ, ბენდით 4D Monster Lobsters. მარკეტერისა და მისი მკითხველისთვის ფავორიტი რეკლამების გაზიარება ვთხოვეთ და პასუხიც მალევე მივიღეთ.
მაშ ასე, სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს სტრატეგის, გიგი სარჯველაძის ტოპ სამი რეკლამა:
„ესე იგი, ჩემს ლისტში პირველ ადგილს ბრიჯსტოუნის ამ გენიალურ რეკლამას დავუთმობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ორი საყვარელი თემის იდეალური მიქსია რეკლამის კვალობაზე, ანუ, ძაღლების და დრამის.
ერთ-ერთ სააგენტოში და ერთ-ერთ სიქრეთ სანტაზე, ჩემს რჩეულს, ჩვენი საყვარელი კლიენტის პინიატა ვაჩუქე და უამრავი სკიტლსით გამოვავსე, ინსპირაციად კი აი, ეს რეკლამა ავიღე და თუნდაც, აქ შეიძლება თითქმის სხვა ნებისმიერი სკიტლსის რეკლამა ყოფილიყო.
მესამე რეკლამა ქარზეა და აქაც დრამატული სიუჟეტი და განწყობა შემოდის, რომელიც ძალიან მომწონს”.
გიგი სარჯველაძე – JWT Metro-ს სტრატეგი












