რუბრიკის დღევანდელი სტუმარი არის ადამიანი, რომელმაც თავისი ორიგინალური იდეებითა და ექსტრავაგანტულობით თავი ბევრჯერ დაგვამახსოვრა. ჩვენც, რა თქმა უნდა, დავინტერესდით, თუ რომელ ვიდეორგოლებს ანიჭებს ის უპირატესობას და იმ უამრავი მასალიდან, რომელსაც სარეკლამო ინდუსტრია მოიცავს, რომელ სამ ფავორიტ რეკლამას დაგვისახელებდა. მაშ ასე, გიორგი ავალიანის ტოპ სამი რეკლამა:
„უზომოდ უცნაური და უტკბესი სანახაობაა და ტექნიკურად რეკლამაც გამოდის. ბევრი მსუყე ტვინის თავშეყრის კვალი ეტყობა და სული მიკაწკაწებს, კიდევ როდის შეიყრებიან უფრო წარმოუდგენელი სეირის ჩასადენად”
ეს რგოლი, შეიძლება ითქვას, ჩვენი რეკლამების ვეფხისტყაოსანია. უბრალოდ 10 დან 10 ქულას ვუწერ.
მესამე ფავორიტი რეკლამის სრულ ვერსიას მომავალ კვირამდე ვერ გაგიზიარებთ, ამიტომ ალბათ უკვე ყელში ამოსული თიზერით უნდა შემოვიფარგლოთ. ძალიან პირადი თავგადასავალია ჩოხიანი ბეტმენის გაცოცხლება და მჯერა, მაყურებელის ტვინსაც სასიამოვნოდ მოუღიტინებს. უკიდურესად მალე, ქართვლის დედას გეფიცებით!”
გიორგი ავალიანი – Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი













