CES 2026 განსაკუთრებული წელს განსხვავებული ფორმის ტელეფონებითაც იყო და ამ ამბის უკან ჩვენთვის ასე თუ ისე ნაცნობი ბრენდები დგას. შესაძლოა, ყურადღება ჰუმანოიდმა რობოტებმა უფრო მიიპყრო, თუმცა ეს ამ ტელეფონების ინოვაციურობას სულაც არ აყენებს ჩრდილქვეშ…
ტელეფონი ტელეფონისთვის
Clicks კი კლავიატურებით არის ცნობილი, მაგრამ ახლა სრულყოფილი ტელეფონი შემოგვთავაზა — Communicator სრულად ეყრდნობა Clicks-ის BlackBerry-ის დნმ-ს, თავისივე კლავიატურითა და Curve-ის სტილის დიზაინით. თუმცა თქვენი ძირითადი ტელეფონის ადგილის დაკავებას ამით სულ არ ცდილობენ — Communicator-ის შემქმნელებს იგი დამხმარე სმარტფონად წარმოუდგენიათ:
პატარა ოთხკუთხედი ანდროიდი
MindOne Pro სრულად ფუნქციონირებადი ანდროიდია კვადრატის ფორმით, 4-დიუმიანი ეკრანით და 50-მეგაპიქსელიანი უკანა კამერით, რომელიც სელფის გადაღებისას ბრუნავს. მსუბუქიცაა და AI ფუნქციებიც აქვს.
Samsung Galaxy Z TriFold
ეს ეკრანი თითქმის 10-დიუმიანია, რითაც საკმაოდ განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი კომპაქტური სმარტფონებისგან. თუმცა მათ რომ მიამსგავსოთ, სამჯერ გადაკეცვას შეძლებთ. არც დასაკეცი ტელეფონის იდეაა ახალი, მაგრამ სამსუნგის ამხელა სმარტფონს ჯერ მაინც ეჭვის თვალით უყურებენ…
CES 2026-ზე განსხვავებული ფორმის სმარტფონების გარდა, არაერთი უცნაური ტექნოლოგიის შესახებ განაცხადეს და თუ წლევანდელი ჰუმანოიდი რობოტებიც გაინტერესებთ, შეგიძლიათ სტატიაში გაეცნოთ.











