in

3 გზა ხელმძღვანელებისთვის ემპათიურობის დასასწავლად

ემპათია სხვების გაგების უნარს ეხება, იმის შემჩნევას, თუ რა აძლევს ადამიანებს მოტივაციას და როგორ ზემოქმედებს მათზე ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს სტრატეგიული ამბავია. თუმცა ყოველთვის ბუნებრივად არ ხდება ხოლმე, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ დასწავლადი უნარია. თანაგრძნობით მართვა რთულ სიტუაციებში თავმდაბლობის გამოვლენას ეხება, როცა ვცდილობთ, გავიაზროთ და სტრატეგიულად ვიმოქმედოთ, ვარაუდებისა და სწრაფი რეაქციების ნაცვლად. ამას კი შემდგომი სამი მეთოდით მარტივად მოახერხებთ:

1. იკითხეთ „კიდევ რა?“ 

პირველი, რაც ნებისმიერ ლიდერს შეუძლია გააკეთოს, საკუთარი თავისთვის შემდეგი კითხვის დასმაა: კიდევ რა შეიძლება ხდებოდეს აქ? ჩვენს იმპულსურ ტვინს კავშირების ძიება და სწრაფი რეაგირება მოსწონს, თუმცა თუ ამ კითხვას რეალურად დასვამთ, ამან, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი კვლევისკენ გიბიძგოთ — უმნიშვნელოვანესია ხშირად ახალ და ძალიან კომპლექსურ სიტუაციებში, რომელთა წინაშეც ლიდერები დგებიან ხოლმე… 

ამგვარად, როცა ვინმე დამცინავ შენიშვნას გააკეთებს, შესაძლოა, ჩათვალოთ, რომ უხეშად იქცევა, რეალურად კი სულ სხვა რამ ხდებოდეს… შესაძლოა, იგი პროცესითაა იმედგაცრუებული, კოლეგაზეა გაბრაზებული, ჩანაცვლების შიში აქვს ან სულაც არ გააჩნია კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები, რათა სათქმელი მეტად ეფექტურად გადმოსცეს. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა განაპირობებს ამას, ემპათიურად პასუხის გაცემაც გაგიჭირდებათ. ამიტომაც, საკუთარი თავისთვის აღნიშნული კითხვის დასმა დაგეხმარებათ, ტემპი შეანელოთ და რეალურად გაარკვიოთ, რაშია საქმე.

2. არ გამოხატოთ საპირისპირო აზრი ისე, რომ კეთილგანწყობა დაკარგოთ

დღევანდელ სამყაროში სპირისპირო შეხედულებებზე ხშირად თავდაცვით რეჟიმში ან მტრულად ვრეაგირებთ. ბევრი ადამიანი ცდილობს, სულაც თავი აარიდოს უთანხმოებას, რადგან მათთვის კონფლიქტები იერარქიულ სტრუქტურებს არღვევს. თუმცა განსხვავებული მოსაზრებები სულაც არ არის შემაწუხებელი, მნიშვნელოვანიც კია მრავალფეროვანი გუნდებისთვის, რომლებიც უპრეცედენტო გამოწვევებს უმკლავდებიან — ხანდახან საჭიროა, რომ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ. 

ემპათია კი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებაში გვეხმარება, არგუმენტების არამდგრადობასა თუ კომპლექსურობასის ფონზე. იმის ნაცვლად, რომ სხვებს დაუმტკიცონ მოსაზრებების მცდარობა, ემპათიური ლიდერები ალტერნატიულ პერსპექტივებს იკვლევენ. პატივისცემით სავსე უთანხმოების ხელოვნებაზე დაუფლება კი პირველ რიგში საკუთარი თავის მართვას ნიშნავს, საუბრების, კვლევისა და გააზრებისთვის სივრცის შექმნას, რასაც უკეთეს გადაწყვეტილებებამდეც მივყავართ. 

3. დაეუფლეთ გაჩერების ხელოვნებას

მართალია, ლიდერობაში ემპათიის ჩასართავად მრავალი ტექნიკა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ამავდროულად, ყველაზე რთულიც ჩუმად ყოფნის ხელოვნებაზე დაუფლებაა. სიჩუმე ძლიერი ხელსაწყოა ურთიერთგაგების მისაღწევად. ყველაზე გამოცდილმა ინტერვიუერებმაც კი იციან, რომ საქმე რთულ კითხვას კი არ ეხება, არამედ სურვილს, დაელოდოთ და მისცეთ სხვებს საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. 

ყველანი ვყოფილვართ შეხვედრებზე, რომლებზეც ბევრი რამ უთქმელი დარჩა, თუნდაც იმიტომ, რომ ან ძალიან დაკავებულები ვიყავით, ან ხმაურიანები… არადა, როგორც ლიდერობისას, ისე ცხოვრებაში, სიჩუმე სიღრმეების გაგებაში გვეხმარება. ამიტომაც, გამოიმუშავეთ მოსმენის უნარი და არა, პასუხების გაცემის, ასე ნდობასაც მოიპოვებთ, მეტ ინფორმაციასაც გაიგებთ და კავშირებსაც დაამყარებთ. ეს ადამიანებს დაეხმარება, უფრო მეტი რამ გააზიარონ და მეტად ჩართულებიც იყვნენ საუბრებში. 

Apple-მა iPhone-ით კიდევ ერთი ფილმი გადაიღო — ამჯერად მექსიკელი ქალების სიძლიერეზე გვიყვება

ახალი ფუნქცია Bolt-ის აპლიკაციაში – საოჯახო პროფილი