in

3 გზა, რომლითაც მომხმარებელთა ინსაითები საუკეთესო CMO-დ გაქცევთ

ყველა პროფესია, თავის მხრივ, გამოწვევებს უკავშირდება, მაგრამ ალბათ სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ უფრო მეტი ზეწოლა მარკეტინგის ხელმძღვანელებზე მოდის — პასუხისმგებლობები მუდმივად იზრდება, ახალ უნარებზე, ტექნოლოგიებსა თუ მედია არხებზე დაუფლება ხდება საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიუჯეტის შემცირების მოლოდინზე… თუმცა Anywhere Real Estate-ის CMO გვეუბნება, რომ მარკეტერებს ყველასგან მომხმარებელთა ინსაითებზე წვდომა განასხვავებს. 

„მომხმარებელთა გამოცდილების სტრატეგიულ მაგიდაზე მოტანით, მარკეტინგის ხელმძღვანელები თანამშრომლობისთვის ახალ გზებს ხსნიან და შეუძლიათ წარმოების ნებისმიერი ნაწილი გარდაქმნან, დაწყებული სტრატეგიული დაგეგმვით, გაგრძელებული ტალანტების მენეჯმენტითა და დამთავრებული ინოვაციებით. CMO-ს წარმატების გზა იწყება და მთავრდება მომხმარებლებით, რადგან მათ შეუძლიათ, ეს ინსაითები ინოვაციებისთვის, ზრდისა და ბრენდის სთორითელინგისთვის გამოიყენონ“.

სწორედ ამიტომ, იმ სამ პრიორიტეტს გაგაცნობთ, რომლებიც მარკეტერებსა თუ ნებისმიერ ხელმძღვანელს მომხმარებელთა ინსაითების გავლენად ქცევაში დაეხმარება, რაც ბრენდის ზრდასაც განაპირობებს:

1. შემოიტანეთ თქვენი პერსპექტივა

მას შემდეგ, რაც გაიგებთ ყველაფერს, რაც ადამიანებს სურთ, რომ თქვენ იცოდეთ, დროა, თქვენი პერსპექტივა აამუშაოთ. შინაგან გრძნობებზე კი არ დახუჭოთ თვალი, არამედ რეალურად აქციოთ იგი და გააცნოთ ახალი მაგალითები, ახალი იდეები, აზროვნების ალტერნატიული გზები. გახსოვდეთ, იმის მიხედვით გაფასებენ, თუ რამდენად უზრუნველყოფთ კომპანიის ზრდას…

როცა ამ პოზიციაზე იწყებთ მუშაობას, თქვენი გამოცდილება და გარე პერსპექტივა არ არის მხოლოდ ის, რის გამოც დაგიქირავეს, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენთვის შესანიშნავ აქტივს წარმოადგენს. ხოლო ამის გამოყენება, რათა თანამშრომლებს თავიანთი აღქმული ცნებების, მიკერძოებებისა და ძველი მეთოდების გადალახვაში დაეხმაროთ, მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია წარმატებული მარკეტერობისთვის.

2. იფიქრეთ მომხმარებლებზე და არა, კონკურენციაზე

ბრენდის პოზიციონირებაზე ფიქრი შეიძლება ითქვას, რომ კონკურენტული გარემოს ანალიზით შეპყრობას გულისხმობს, გამუდმებით იმაზე ფიქრს, თუ რას სთავაზობს ბაზარს სხვები, როგორ კომუნიკაციას ამჯობინებენ, როგორ მიიღეს სარგებელი… არადა, CMO-ები შეპყრობილნი მომხმარებელთა ანალიზით უნდა იყვნენ. განსაკუთრებით დღეს, როცა მომხმარებლის გუშინდელი ინსაითიც კი მოძველებულად შეიძლება ჩაითვალოს… 

ადამიანების გრძნობების, საჭიროებებისა და სურვილების ნიუანსების გაგება შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს მარკეტერებისთვის, რათა გუნდს ახალი ინსაითი გააცნონ. ეს მათ გავლენის მოპოვებაშიც დაეხმარება. ეტყვის, თუ როგორ ანიჭებს ქცევითი მეცნიერება პრიორიტეტს ადამიანების აზროვნებასა და გრძნობებს. როგორც ნეირომეცნიერები ამბობენ, ქცევის რაციონალური და ირაციონალური ასპექტების გააზრებით, ამასთან, თანამედროვე კვლევის ხელსაწყოების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია, უფრო ზუსტი ვარაუდები და გამოსადეგი ინსაითები მივიღოთ. ასე კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შანსიც იზრდება. 

3. უზრუნველყავით ბრენდისთვის სასურველი გამოცდილებები

ზოგიერთ ადამიანს ბიზნესის მიზანი შემოსავლების გაზრდა ჰგონია, თუმცა ეს უფრო შედეგია, ვიდრე თავად მიზანი… ხოლო ხელმძღვანელები, რომლებიც თავიანთ მუშაობას ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართავენ, ისინი არიან, ვინც ბრენდის მიმართ სურვილებს აღძრავენ, რასაც შემოსავლები და ღირებულებაც მოჰყვება.

CMO-ებს კი უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, ორგანიზაციაში მომხმარებელთა ღირებულებას მიანიჭონ პრიორიტეტი. ისინი ინსაითებს იმისთვის იყენებენ, რომ დააკვირდნენ, როგორ შეიძლება ბრენდის პროდუქტებისა თუ სერვისების განვითარება, წარმოდგენა და კომუნიკაცია იმგვარად, რომ მომხმარებლებს ბრენდისადმი სურვილიც აღუძრან. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ახალი შეთავაზებები იქნება, ბრენდის შეტყობინებები, მომხმარებელთა გამოცდილებები თუ მარკეტინგული პროგრამები, ყველა ნაწილის უკეთ ორკესტრირებას მაშინ შეძლებთ, როცა მომხმარებელთა ინსაითებს გამოიყენებთ.

აქ კი CMO-ებს ორი არჩევანი აქვთ: ან წარმატება, ან წარუმატებლობა — თუ არსებულ მიკერძოებებს დაეყრდნობიან და ახალ, სანდო მომხმარებელთა ინსაითებს არ გამოიყენებენ, ისეთ ცუდ შედეგებს მიიღებენ, რომ სხვებსაც გაუცრუებენ იმედებს. ხოლო, საპირისპირო შემთხვევაში ისინი გაზრდიან გავლენას, ბრენდისადმი სურვილსაც გააჩენენ და ასე შემოსავლების ზრდასაც უზრუნველყოფენ. 

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცვლილებების მოთხოვნა მის მიღებაზე მარტივია. აქ კი მარკეტერები ცვლილებების აგენტის როლს ითავსებენ, რომელთათვისაც გამოსავალი კვლავ ინსაითებია, სწორედ ასე შეძლებენ ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ გავლენაზე…

მეცნიერები მუშაობენ პრეპარატზე, რომელსაც ვარჯიშის ეფექტი ექნება

8 ოქტომბერს „ProdAct Conference 2023 – HOW?“ გაიმართება