შეტყობინებების ყუთი თქვენც გადაგევსოთ და ვერასდროს მოიცალეთ მის გასასუფთავებლად? თუ ასეა, რამდენიმე მარტივ გზას გაგაცნობთ, რომლითაც ამას წამებში მოახერხებთ:
1. წაშალეთ ძველი ელ.ფოსტები
ერთ-ერთი მარტივი გზა შეტყობინებების ყუთში ადგილის გასასუფთავებლად, იმ ელ.ფოსტების წაშლაა, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ აქ ძველ შეტყობინებებში დამოუკიდებლად გადასვლას და ამაზე დროის ხარჯვას გთავაზობთ, საქმე მეტად მარტივადაა: კურსორი Gmail-ის საძიებო ველთან მიიტანეთ, გახსენით გვერდით არსებული პარამეტრები და მიუთითეთ სასურველი პერიოდი. შეგიძლიათ, პირდაპირ მარჯვენა მხარეს არსებულ რაოდენობის ნიშნულს დააკლიკოთ და მათ შორის უძველესი აირჩიოთ ისე, როგორც სურათზეა:
შემდგომ კი მიღებული სიიდან ყველას ან თქვენთვის სასურველს წაშლით.
2. გააუქმეთ გამოწერა და წაშალეთ არასასურველი წერილები/რეკლამები
სარეკლამო გზავნილები და სხვადასხვა პლატფორმის გამოწერები მარტივად ავსებს ჩვენს ელ.ფოსტებს. ამისგან თავის არიდებას კი, საძიებო ყუთში Unsubscribe-ის ჩაწერით შეძლებთ და იგი ყველა შეტყობინებას იპოვის, რომელშიც ეს სიტყვაა მოცემული — საბედნიეროდ, სარეკლამო შეტყობინებების უმეტესობაში გვხვდება… შემდგომ კი შეგიძლიათ, მიღებულ სიას თქვენი პრიორიტეტების მიხედვით გადახედოთ.
3. წაშალეთ დიდი მიბმული ფაილების მქონე ელ.ფოსტები
სწორედ ამას მიაქვს ყველაზე მეტი ადგილი. ამიტომ, კვლავ საძიებო ველს მიმართეთ, პარამეტრების ნიშნულსაც დააკლიკეთ და აირჩიეთ ზუსტად ისე, როგორც სურათზეა მოცემული:
ასე იმ ელ.ფოსტებს ნახავთ, რომელთა ტევადობა 5 MB-ს აჭარბებს. რაღა თქმა უნდა, ეს მეთოდი უფრო დაბალი ტევადობის მქონე ფაილებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ — სულ ეს არის.