in

3 გზა ზაფხულის „ვაითსეილსში“ გასატარებლად

თბილისი, 40°, ივლისი, 2024 წ. ძლივს შენმა უფროსმა ნანატრი შვებულება გაღირსა და ბათუმში დასვენებას გეგმავ, მაგრამ თან ბათუმის ცვალებადი ამინდებიც გაშინებს. სპოტიფაიზე ზღაპრის ბოლო კეთილია ჩაგესმა და უცბად ვოლზე ეს სტატია შეგხვდა — გილოცავ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. სასტუმრო და აპარტამენტების კომპლექსი „ვაითსეილსი“ გპირდება, რომ მათთან დასვენება იმდენად საინტერესოა, კომპლექსის დატოვების სურვილი საერთოდ არ გექნება; არც წვიმის და არც მზიანი ამინდების შემთხვევაში.

ახალ ბულვარში, ზღვიდან 200 მეტრში მდებარე გამორჩეული კონცეფციის მქონე კომპლექსი ვაითსეილსი სხვადასხვა ტიპის დამსვენებლებზეა მორგებული. კომპლექსი 4* „აპარტოტელ ვაითსეილს რეზიდენშალს“ და 5* ლოკალურ სასტუმროს ბრენდ „გრანდერს“ აერთიანებს.

ღია საცურაო აუზი

არის დღეები, როცა მხიარული გართობა გინდა — ასეთ დროს კომპლექსის ღია საცურაო აუზია გამოსავალი. ჟრიამული, სილაღე, ხალისი — ეს ის ემოციებია, რომელთაც შენთვის ვაითსეილსის ღია აუზზე გატარებული წუთები დაუკავშირდება. მზიანი დღეებისთვის ვაითსეილსის დიდების და პატარების ღია საცურაო აუზი იდეალური გასართობია.

ქართული და ევროპული რესტორნები

გურმანებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — კომპლექსის ტერიტორიაზე ნებისმიერ გემოვნებაზე მორგებული რესტორნები დაგხვდებათ. ნელი ცხოვრების მოყვარული თუ ხარ, იტალიური რესტორანი გიმასპინძლებს გვიან ბრანჩზე. თუ ტრადიციული სამზარეულო გიყვარს, ლანჩს ქართულ რესტორანში მიირთმევ. ხოლო საღამოს მეგობრებთან ერთად ბარში გემოვნებიანი ფლეილისტის ფონზე გაატარებ.

შიდა აუზი

თუ წყნარი დასვენებისა და რელაქსაციის მოყვარული ხარ, წვიმიან დღეებში კომპლექსში მდებარე 5* სასტუმრო გრანდერის ორქიდეა სპა გელოდება. აქ შეგიძლია რელაქსის დღე შიდა აუზით და ტერასით დაიწყო, მოგვიანებით მასაჟით, ჰამამით და საუნით გააგრძელო. სპორტული ცხოვრების მოყვარულებს ორქიდეა სპაში ტრენაჟორები და იოგას სივრცე დაგხვდებათ.

 [R]

Paramount-მა ახალი ლოგო წარადგინა

სალომე შარვაძე რესტორან LUMI-ს პიარმენეჯერი გახდა ბათუმში