in

3-In-1 მულტიფუნქციური ყურსასმენი – AirLoop

M2

AirLoop სპეციალური მაგნიტების დახმარების ტრანსფორმირდებადი ყურსასმენია, რომლის გამოყენებაც საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლიათ. იქნება ეს სპორტული აქტივობა, საქმიანი სატელეფონო საუბარი თუ ცეკვა. თუმცა, ეს kickstarter-ზე განთავსებული მოწყობილობის ერთადერთი ღირსება არ არის.

AirLoop-ის გუნდი სხვადასხვა კომპანიის (Harman, DJI, Anker) პროფესიონალთა გაერთიანებას წარმოადგენს. მათ გადაწყვიტეს, ინოვაციური და მოქნილი აუდიოტექნოლოგია შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის. ამ ეტაპზე, მათი პროდუქტი გამოირჩევა წყლის მიმართ მდგრადობით, შეუძლია ხმოვან ასისტენტებთან დაკავშირება (Google Assintant, Siri), ასევე, სპეციალური მაგნიტების გამოყენებით, გარდაქმნა (ტრანსფორმაცია). ყუსრასმენის შემქმნელებმა გამოიყენეს კომპანია Qualcomm-ის უახლესი აუდიოტექნოლოგია, რომელიც ულტრა დაბალი სიგნალის შეყოვნებას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს, რომ ისეთ სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მეტროთი მგზავრობა, ან თხილამურებით სრიალი, თქვენ უწყვეტი და სუფთა აუდიოს მოსმენას შეძლებთ.

გარდა ამისა, AirLoop-ს აქვს ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, როგორც კი იხსნით ყურსასმენს, მაშინათვე ითიშება მუსიკა და პირიქით, გრძელდება, როცა მას ისევ იკეთებთ. ანუ, ნაცნობს თუ ნახავთ ქუჩაში და ყურსასმენის მოხსნა დაგჭირდებათ, საყვარელი მუსიკის არც ერთ ბგერას აღარ დაკარგავთ.

AirLoop სხვადასხვა რეჟიმით გამოყენებისას სხვადასხვაგვარად მოიხმარს ბატარეას. მაგალითად, საქმიანი საუბრებისას 12 საათის განმავლობაში გეყოფათ. ხოლო, თუ ლაშქრობას გადაწყვეტთ და დიდი ხანი მოწყდებით „ცივილიზაციას“, AirLoop-ის ყუთის მეშვეობით მის დატენვასა და 80 საათის განმავლობაში გამოყენებას შეძლებთ.

სტუდენტებმა რიონში გადაშენების პირას მყოფი ზუთხი აღმოაჩინეს

Dudey-ის ახალი მინიალბომი თბილისურ მელანქოლიაზე