in

3 კითხვა, რომლებიც ყველა ხელმძღვანელმა უნდა დასვას

ცუდი სამსახურებრივი კულტურა, ტოქსიკური უფროსები, გართულებული ურთიერთობები, სამსახურის დაკარგვის შიში… ხშირად ფიქრობთ ამ თემებზე? თავს ცუდად გაგრძნობინებთ? თუ ასეა, გასწავლით, როგორ უნდა შთააგონოთ საკუთარი თავი და შეხედოთ ცხოვრებას განსხვავებულად. მთავარი კითხვების დასმაა, რადგან ეს სივრცეს ქმნის, სადაც შეგიძლიათ მეტად ღია იყოთ, გამოხატოთ იდეები და მეტად დაკავშირებულად გრძნობდეთ თავს ერთმანეთთან. ამაში დახმარება კი სწორედ თქვენი უფროსების პასუხისმგებლობაა, ამიტომ, მათ იმ სამ ოქროს კითხვას გავუზიარებთ, რომლებიც აუცილებლად უნდა დასვან:

1. რა არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რასაც გონებითა და გულით გრძნობთ, რომ განუხორციელებელი დაგრჩათ?

ეს კითხვა სწავლას ებმის, პასუხები კი სიმართლეს ააშკარავებს. მიზანი არსებული რეალობის გაცნობიერებაა. დააკვირდით წარსულ გამოცდილებებს და ტყუილებს, რომლებიც საკუთარ თავს უთხარით. ახლა კი დაუსვით ეს ოქროს კითხვა ვინმეს, ვისაც სურს, გულწრფელად დაინახოს ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეშია. თუმცა ეს რთული კითხვაა, დრო და სივრცე შეიძლება დასჭირდეს პასუხის გაცემას, მაგრამ ძლიერ გამოცდილებად ქცევის შანსიც აქვს…

2. რა აღგაფრთოვანებთ ახლა?

ეს კითხვა კი უკვე იმ საკითხებს შეეხება, რომლებიც ძალიან გიყვართ. ეს ან ენერგიით აგავსებთ, ან, პირიქით, დაგეხმარებათ, დაინახოთ შიშში ცხოვრობთ თუ სიმამაცეს იჩენთ. ზუსტად ეს არის სხვაობა სტატიკურ და დინამიკურ პროფესიულ ცხოვრებას შორის… როგორც კი ნათლად იტყვით, რა გიტაცებთ, რას გააკეთებთ შემდგომში ამ ინსაითით?

ამ კითხვის დასმისას სხვების რეაქციებს დააკვირდით. არ არის საჭირო, რომ მათმა პასუხმა ამჟამინდელი პროექტი, თანამდებობა ან კომპანია ასახოს. ეს ჰობი ან რაღაც პირადი საკითხიც შეიძლება იყოს. და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს მას შემდეგ, რაც მათ მისწრაფებებს დაადგენთ?

3. რა გიბიძგებთ, რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინოთ?

რა შთაგაგონებთ? ეს თქვენი ოჯახია თუ მომავლის ხედვას უკავშირდება? კარგი წიგნია თუ პოდკასტი? ეს კითხვა თქვენს ღირებულებებს ჰფენს ნათელს. შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი მთავარი პრინციპები? შეგიძლიათ ხელახლა დაფიქრდეთ თქვენს ღირებულებებზე? სხვებისთვის ამ კითხვის დასმით, გაიგებთ, რა შთააგონებთ მათ. ეს მიზნის უკეთეს შეგრძნებასაც მოგცემთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გიპასუხებენ, მთავარია, რომ ასე მათი ღირებულებების სისტემის შესახებ გაიგოთ.

ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა გამოწვევები — ინტერვიუ „ლიდერ კრედიტის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

სახლის პროექტირება და რემონტი საახალწლო პერიოდში — რომელ კომპანიას მივმართო?