in

3 კამპანია, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა

BOG
BOG

გასული წელს მრავალი დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, ამიტომ, მოდით, ახლა გამარჯვებულებზე ვისაუბროთ, ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე სააგენტოებზე, ადამიანებსა და კამპანიებზე. The World Creative Rankings ათასობით შემოქმედებითი ნამუშევრისგან შედგება, რომლებიც 22 მთავარ ინდუსტრიას აერთიანებს. ახლა კი მათგან 3 ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომლებიც სოციალურ საკითხებს ეხმიანება.

ყურადღების ცენტრში ჟურნალ Muskrat-ისთვის BBDO Toronto-ს მიერ შექმნილი Missing Matoaka მოექცა. Amnesty International-ის სტატისტიკას ეფუძნება და გვაჩვენებს სტერეოტიპებს, რომლებიც ქალებსა და გოგონებზე თავდასხმის მთავარი ფაქტორი ხდება, რისი ალბათობაც 16-ჯერ მეტია სხვა ჯგუფებთან შედარებით…

2023 წლის მეორე მრავალი ჯილდოს მფლობელი კამპანია კი VML Mexico-ს ეკუთვნის — Shout ბოქსიორებზე გადაღებული ფილმია ესპანურ-ამერიკული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Movistar-ისთვის, რომელიც ამ გზით მექსიკაში ჰომოფობიას ებრძვის:

დაბოლოს, მესამე ადგილს Penguin Random House-ის The Unburnable Book იკავებს, რომელზეც Rethink-მა იმუშავა — სააგენტომ, რომელმაც, თავის მხრივ, 2023 წელს ყველაზე მეტი ჯილდო მოიგო. თავად პროექტი კი Grand Prix-ის მფლობელია. 2022 წელს ამერიკულ სასკოლო სისტემაში წიგნების აკრძალვის უეცარ ზრდას ეხმიანება. ფაქტს, რომ აკრძალულ წიგნებს წვავდნენ ხოლმე, ამიტომ კანადურმა სააგენტომ გადაწყვიტა, მარგარეტ ეტვუდის ბესტსელერი The Handmaid’s Tale-ის ასლი ცეცხლგამძლე ფურცლებით შეექმნა, წიგნი, რომელიც ამერიკაში 1985 წლის შემდეგ უამრავჯერ აკრძალეს. პროექტის პოპულარიზაციისთვის კი Rethink-მა თავად ეთვუდს ჩააცვა თხელი ხელთათმანები და აჩვენა, რა ძალა ჰქონდა წიგნებზე ცეცხლის მოკიდებას.

როგორ ვუთხრათ უფროსს, რომ სამსახურში თავს ბედნიერად არ ვგრძნობთ?

ეტიკეტი, რომელიც ღვინის ისტორიას გვიყვება