26
Dec
2018

საქმის გადადება გიყვართ? – პროკრესტინატორის 3 ნიშანი

26 Dec 2018

თუკი წარმატების მიღწევა გსურთ, პროკრესტინაციას ნამდვილად არ უნდა დაუმეგობრდეთ. ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი სიტყვა საქმის გადადებას, მისთვის თავის არიდებას და ყველა სხვა გზის ძიებას გულისხმობს. პროკრესტინატორობა ბევრისთვის დამახასიათებელი თვისებაა – გასამკლავებლად კი, არც თუ ისე მარტივი. ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს პროკრესტინატორის 3 ტიპი:

statiebi-bog
statiebi-bog

თავის ამრიდებელი

თქვენ დებთ საქმეებს სხვა დროისთვის, რადგან ისინი თავს ცუდად გაგრძნობინებენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ემოციას იწვევენ – გაბრაზებას, მოწყენილობას თუ, უბრალოდ, უაზრო განცდებს. როგორც ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, ეს ყველაფერი ექვემდებარება “სიამოვნების პრინციპს”, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები თავისთავად არიან მიდრეკილნი იმისკენ, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებს. თუმცა, ეს სტრატეგია, ყოველთვის მომგებიანი როდია. პროკრესტინაციის შემდეგაც შეიძლება დაგეუფლოთ ცუდი შეგრძნება – გადადებული საქმე ხომ ძალიან მცირე დროშია მოსასწრები, თუმცა, მაინც თქვენი გასაკეთებელია.

თქვენ თავის ამრიდებელი ხართ, თუკი გიყვართ თქვენსავე კალენდარში სხვადასხვა საქმის გადანაცვლება და სხვების დარწმუნება, რომ მათთვის დრო არ გაქვთ. ასევე, თუკი სხვები საუბრობენ იმ საქმეზე, რომელსაც თქვენ თავს არიდებთ. უშვებთ გამონაკლისებს, რის გამოც, საქმე არ გაკეთდება, აკეთებთ უშველებელ სიას იმისა, თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ კონკრეტული რამ ახლა და არწმუნებთ საკუთარ თავს ამაში.

 ოპტიმისტი

თქვენი ოპტიმისტური პროკრესტინატორობა ვლინდება მაშინ, როდესაც ფიქრობთ, რომ დავალებას, რომელიც შესასრულებელი გაქვთ, არ დასჭირდება დიდი დრო და ყოველთვის მოასწრებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის პროკრესტინატორებში, უმეტესწილად, ისინი შედიან, ვინც ხშირად აგვიანებს.

თქვენ ამ ტიპის პროკრესტინატორი ხართ, თუკი სხვები გეუბნებიან, რომ ზედმეტად თავდაჯერებული ხართ. ასევე, ფიქრობთ, რომ დედლაინები და შემზღუდავი ფაქტორები თქვენზე გავლენას არ ახდენს. თუკი, არასდროს იყენებთ გეგმა B-ს პრინციპს.

სიამოვნებისკენ მიდრეკილი

თქვენ არ აკეთებთ საქმეს იქამდე, სანამ თავს კომფორტულად არ იგრძნობთ და არ შეიქმნით იმ აურას გარშემო, რომელიც გჭირდებათ მუშაობისთვის. ეს კი თქვენს რეპუტაციას რამდენჯერმე ამცირებს, რადგანაც ამის შემდეგ არასაიმედო ადამიანად გთვლიან.

აღნიშნული ტიპის პროკრესტინატორად ითვლებით თუკი თქვენ რეგულარულად “ახტებით” გასაკეთებელ საქმეს ან ეძებთ მის ალტერნატივას. ასევე, გაქვთ ძალიან ცოტა მოთმინება მაშინ, როდესაც იმას აკეთებთ, რაც არ მოგწონთ. თქვენ ცხოვრობთ წამიერი მომენტებით და არასდროს გეგმავთ.

რა ტიპის პროკრესტინატორიც უნდა იყოთ, წარმატებას ამ თვისებასთან ერთად ვერ მიაღწევთ. შესაბამისად, ეცადეთ, იგი დათრგუნოთ და საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ.

წყარო: www.inc.com



განხილვა