რას გეუბნება დედა ყველაზე ხშირად? – ეს კითხვა საქართველოს ბანკმა სხვადასხვა მოზრდილსა თუ ბავშვს დაუსვა. ექსპერიმენტის შედეგი კი ასეთია – ზრუნვა, რომელსაც ისინი ჩვენ მიმართ გამოხატავენ, არასდროს იცვლება. ფრაზები „თბილად ჩაიცვი“, „როდის მოხვალ“? „შენ ამას შეძლებ“, „ჩემთვის ყოველთვის პატარა იქნები“, აქტუალობას არც ერთ ასაკში კარგავს. წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის ვიდეოექსპერიმენტს, რომელიც დედის დღეს ეძღვნება.