in

3 მარტს კლიპარტის გუნდს 500-ზე მეტი მთავარი დიზაინერი შეემატა

მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო კლიპარტმა 3 მარტს დედებს ამჯერადაც არ გაუცრუა იმედი. 4 წლის წინ დაწყებული ტრადიცია სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. ამ განსაკუთრებულ დღეს, დაახლოებით 300 დედა დასაჩუქრდება და გაზაფხულის განსაკუთრებული თარიღი გაულამაზდებათ.

3 მარტის კონცეფცია ამჯერად შვილებისთვის #მთავარიდიზაინერის ამპლუის მორგება იყო. კლიპარტის იდეას კი მხარი კომპანიებმა „გრანდ ელექტრონიქსმა“ და „ბენეფიტსმა” დაუჭირეს.

ჩვენთვის 3 მარტის პროექტში ჩართვა ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო. მივიჩნევთ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა დედის სტატუსის მატარებელი ადამიანისთვის, ამიტომ გვინდოდა, მათ წლევანდელი დედის დღის მილოცვა სამუდამოდ დამახსოვრებოდათ. კონცეფცია იმდენად კეთილი და მხიარულია, ქალბატონებს საჩუქრები აუცილებლად გაუთბობთ გულს” – განაცხადა გრანდ ელექტრონიქსის CMO-მ, ნინი ნიქაბაძემ.

“საიდუმლო გეგმის” მიხედვით, კლიპარტის გუნდის წევრებმა დედებს ციფრული გამოფენის შესახებ მოუყვნენ, რომელსაც მათი ბავშვებისთვის კოვიდ პანდემიის ერთი მოსაწყენი დღე უნდა გაეხალისებინა.

ყველაზე დიდი გამოწვევა საქმიანი ქალების ყოველდღიური აქტივობიდან მოწყვეტა და სახლში შვილების ნახატების მოჩხრეკის დავალება იყო. ამის მიუხედავად, უმრავლესობამ სიამოვნებით გამოაგზავნა მათი შეუფასებელი რელიქვია – ბავშვების დახატული ფიგურები თუ ადამიანები. ზოგიერთმა პატარამ იმ წამსვე მოიმარჯვა ფანქარი, ფლომასტერი თუ ფუნჯი და ნამდვილი საგამოფენო ნიმუშებიც კი შექმნა.

მიღებული ნახატები კლიპარტის გუნდის წევრებმა ფერად მაისურებად გადააქციეს. საიდუმლოს საგულდაგულოდ შენახვა კი ყველას 3 მარტამდე დაევალა.

“”Ბენეფიტსის” მთავარი მოტივაცია ადამიანების სიხარული და თბილი ემოციებია. წელს, მგონია, რომ ყველა მოლოდინს გავამართლებთ, სიხარულის, შოკისა და ბედნიერების შეგრძნა კი ყველა იმ ქალს ექნება, ვისაც ჩვენი საჩუქარი მიუვა. უკვე მეორე წელია ვუყურებთ თუ რამხელა სითბოს გამოხატვა შეუძლიათ ჩვენ ერთგულ მომხმარებლებსა და საინტერესო ადამიანებს, როდესაც საქმე შვილებს ეხებათ. Ბავშვების ნახატები იმდენია სახლში, ყველას სათანადო ყურადღებას ვერც ვუთმობთ, ახლა კი დედებს შეეძლებათ, რომ ისინი ყველგან თან ატარონ.

ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტის პარტნიორი “ბენეფიტსია” და ვფიქრობ, კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ 3 მარტის ტრადიციას კლიპარტთან ერთად.  – განაცხადა ბენეფიტსის დირექტორმა ნინა კობახიძემ.

გვესმის, რომ დედისთვის ძალიან რთულია ყოველი წუთის შვილის გვერდით გატარება. სწორედ ამიტომ #მთავარიდიზაინერი ბავშვების შექმნილი მაისურები, მათი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. წლების გასვლასთან ერთად კი, ეს მათი პატარების ცხოვრების ყველაზე ლაღი, ხალისიანი და უდარდელი პერიოდის მოგონებად დარჩება.

კლიპარტმა 3 მარტის განსაკუთრებით აღნიშვნა უკვე ტრადიციად აქცია. გადადით ბმულზე, რომ ნახოთ საჩუქრები, რომლებიც დედებმა მიიღეს. მომავალ წელს კი არ გაგიკვირდეთ, თუ ვინმე უცანური თხოვნით დაგირეკავთ, რადგან სავსებით შესაძლებელია, სიაში თქვენც აღმოჩნდეთ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: როგორი იქნება Cube In Context-ის ინტერიერი

“აჭარაბეთი’’ განაგრძობს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერას