in

3 მეთოდი ორგანიზაციაში სასწავლო კულტურის შესაქმნელად

ბევრი ბიზნესი, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, თანამშრომლების შენარჩუნების კუთხით დიდი გამოწვევის წინაშე იდგა. ახლა კი სხვა პრობლემამ იჩინა თავი. ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად, თანამშრომლები სულ უფრო მეტად ეჭვდებიან თავიანთ შესაძლებლობებში. 2024 წლის Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულთა 22% შიშობს, რომ მათი სამუშაო მოძველდება ხელოვნური ინტელექტის გამო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 15% იყო.

ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ, რომელშიც 4500 დასაქმებული იღებდა მონაწილეობას აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და მექსიკაში, დაადგინა, რომ 70% ფიქრობს, საჭიროა, ორგანიზაციაში სწავლისა და განვითარების (L&D) გაუმჯობესება. 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდა თანამშრომლების 44% განიხილავს სამუშაოს მიტოვებას არასაკმარისი L&D-ის გამო.

მაგრამ ბევრ ადამიანს ამჟამინდელ კომპანიაში ახალი თანამდებობის მოპოვება ურჩევნია სხვა სამსახურის პოვნას. ორგანიზაციებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სწავლის კულტურა თანამშრომლებს პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება. 

ჩართეთ სწავლა სამუშაო დღეში

როდესაც საქმე ეხება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფას, მენეჯერებმა უნდა დაიწყონ იმის ხაზგასმა, თუ რა სარგებელს მოუტანს თანამშრომელს კვალიფიკაციის ამაღლება ანაზღაურებისა და წინსვლის თვალსაზრისით. კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლები, რომლებიც უფასო საგანმანათლებლო პროგრამებში ირიცხებიან, 2,4-ჯერ აუმჯობესებენ შემოსავალს. ასევე, ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მაღალია დაწინაურების ალბათობა.

მაგრამ კვალიფიკაციის ამაღლებას ერთი დიდი ბარიერი აბრკოლებს: დრო. კვლევა აჩვენებს, რომ 40-საათიანი სამუშაო კვირაში თანამშრომლებს საშუალოდ მხოლოდ 24 წუთი აქვთ სწავლისთვის. ამიტომაც, L&D შესაძლებლობების ჩართვა სამუშაო პროცესში დასაქმებულებს უადვილებს სწავლის გაგრძელებას. 

ინდივიდუალური ტრენინგი თანამშრომლებისთვის

დღევანდელ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ისეთი სწავლება სურთ, რომელიც მორგებული იქნება მათ სპეციფიკურ კარიერულ საჭიროებებზე. 2024 წლის გამოკითხვის მიხედვით, დასაქმებულთა 68% თვლის, რომ სამუშაო ადგილზე ტრენინგი შესანიშნავი მიდგომაა. პერსონალიზებულ ტრენინგს შეუძლია გაზარდოს თანამშრომელთა კმაყოფილება. იმავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამშრომელთა 89% თავს წახალისებულად გრძნობს, როდესაც დამსაქმებლები მათთვის მორგებულ ტრენინგს სთავაზობენ.

ლიდერებს შეუძლიათ სწორად გამოიყენონ ეს მეთოდი და თანამშრომლების კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი სასწავლო კურსები დაგეგმონ. თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი სამუშაო დღის განმავლობაში მოხდეს.

ავტომატური სწავლის შესაძლებლობები

ავტომატური სასწავლო ხელსაწყოების განვითარებამ, შესაძლოა, სწავლა თქვენი კომპანიის კულტურის განუყოფელ ნაწილად აქციოს. ამას ბევრი ორგანიზაცია მიმართავს. ისინი ავტომატიზებულ პლატფორმებს სასწავლო პროცესის ზედამხედველობისთვისაც იყენებენ. თქვენ იდენტიფიცირება უნდა მოახდინოთ საჭირო სასწავლო პროგრამების, ფოკუსირდეთ უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე და ამით უზრუნველყოთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. ეს არის პატარა, ყოველდღიური ინვესტიცია, რომელიც დროთა განმავლობაში შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

„აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა“ – ფრანკ თილე, Bayer-ის რეგიონული მენეჯერი

ბომბებიდან ფოტოებამდე — პირველი დრონი ისტორიაში