13
ივლ
2018

3 მთავარი შეცდომა სესხის აღებისას

13 ივლ 2018

სესხი, სავარაუდოდ, ყველას აგვიღია. ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. ონლაინ სესხი, რომლის აღებაც, ერთი შეხედვით, სწრაფად და მარტივად ხდება. თუმცა, რეალურად, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ყურადღების მიღმა გვრჩება და არაგონივრულ ნაბიჯს ვდგამთ. მოდით, ვისაუბროთ იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებიც ფინანსურ მდგომარეობას ვნებს.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

#1. სესხის აღება ხდება იმპულსურად

გიფიქრიათ ამაზე? მომხმარებელთა უმრავლსობა ამგვარ სესხებს მიმართავს მაშინ, როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას სწრაფად სჭირდებათ ფული. სწრაფი სესხის მთავარი ხიბლი და უპირატესობაც ხომ (თავად სახელი მიგვანიშნებს) არის სესხის აღების სისწრაფე. ეს ჩვენს ფსიქოლოგიაზე სწორად მუშაობს და სესხის აღების იმპულსური გადაწყვეტილება იმდენად სწრაფად ხდება, რომ გვავიწყდება დავფიქრდეთ, რამდენად ვართ გადახდისუნარიანი. დიახ! ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ისაა, რომ სესხის აღებამდე არ ვიცით, ან არ ვფიქრობთ, როგორია ჩვენი ფინანსური მდგომარეობა – გვექნება თუ არა საკმარისი შემოსავლები სესხის დაფარვის ვადის მოახლოებისას.

ხშირად, როცა სესხის დაფარვის თარიღი მოახლოვდება, აღმოვაჩენთ, რომ გადახდა არ შეგვიძლია და ვიღებთ ახალ სესხს, რომელსაც დამატებითი საპროცენტო ხარჯი და საკომისიოები ახლავს თან და ნელ-ნელა ჩვენი ვალდებულებაც იზრდება, სიტუაცია მწვავდება და გვიწევს ძალიან დიდ ვალებთან შეჭიდება. სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს სიტუაცია ნაცნობია.
ამ სიტუაციის საკონტროლებლად, გირჩევთ, შეადგინოთ ყოველთვიური ბიუჯეტი, ჩამოწეროთ უკლებლივ ყველა ხარჯი, ასევე ყველანაირი მოსალოდნელი თუ არსებული შემოსავალი და ნახოთ, გრჩებათ თუ არა „თავისუფალი ფული“ და შეძლებთ თუ ვერა მომდევნო თვეს სესხის დაფარვას. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიუჯეტი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობის აღმწერი სურათი.

#2. არ ვადარებთ სხვადასხვა სესხის პირობებს ერთმანეთს

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ საქართველოს საკრედიტო ბაზარზე სესხების უამრავი მომწოდებელია, იქნება ეს სწრაფი ონლაინ სესხი, სამომხმარებლო სესხი თუ ბანკის მიერ შემოთავაზებული სესხი. საძიებო სისტემაში რომ „დავსერჩოთ“ სიტყვა „სესხი“, ძიების შედეგი იქნება მინიმუმ 30 განსხვავებული სესხის შემოთავაზება. ცხადია, თითოეული გვპირდება ყველაზდე დაბალ პროცენტს და საუკეთესო პირობებს. რომელს ირჩევთ ამ დროს?

სათითაოდ შედიხართ საკრედიტო კომპანიების ვებგვერდზე და ეცნობით მათ პირობებს? რა მექანიზმით ირჩევთ ყველაზე იაფ სესხს? მართლაც, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა სესხის „ბრმად“ აღება, სოციალურ ქსელებში გავრცელებული საკრედიტო კომპანიების მარკეტინგული კამპანიებიდან ძალაუნებურად გვამახსოვრდება რამდენიმე კომპანიის სახელი და სესხის საჭიროების დროს ავტომატურად ვიწყებთ მათ ძებნას. ეს, ცხადია, არასწორია! სესხის აღებამდე აუცილებლად უნდა შეადაროთ ერთმანეთს ყველა სესხის შემოთავაზება – ერთდროულად უნდა ნახოთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, სესხის საერთო ღირებულება, სესხის ფარული ხარჯები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ისესხოთ გონივრულად.

#3. ვსესხულობთ იმაზე მეტს, ვიდრე გვჭირდება

ქართველებს ძალიან გვიყვარს ასეთ მიდგომა: სჯობს მორჩეს, ვიდრე დააკლდეს. სესხის აღებისასაც ამ პრინციპით ვმოქმედებთ და, როგორც წესი, ვსესხულობთ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად გვჭირდება, შემდეგ კი სესხის მოცულობის შემცირება არ შეგვიძლია.

დიახ, შესაძლოა აღებული სესხის თანხიდან გამოიყენოთ მხოლოდ მისი ნახევარი, თუმცა, საპროცენტო განაკვეთი უნდა გადაიხადოთ აღებული თანხის სრულ მოცულობაზე. შესაბამისად, მოგიწევთ იმ „დამატებითი” ფულის საფასურის გადახდაც, რომელიც არ გამოგიყენებით, რადგან ეს არ არის 0%-იანი სესხი, რომ დააბრუნოთ იმდენივე, რამდენიც ისესხეთ. ამიტომ, გირჩევთ, რომ სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდეთ, რა მოცულობის სესხი გჭირდებათ კონკრეტულ მომენტში. ასევე, შესაძლებელია სესხის ვადაზე ადრე დაფარვა. თუმცა, წინასწარ დაფარვა დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან და, როგორც წესი, მოითხოვება წინსწრებით დაფარვის საკომისიო.

პარტნიორის კონტენტი 

განხილვა