in

3 მითი ხელოვნურ ინტელექტზე

დღეს ბიზნესსამყაროში არაფერია ისეთი ტრენდული და გაუგებარი, როგორც ხელოვნური ინტელექტი… უამრავი სტარტაპიც არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ AI-ს ყიდის, თუმცა იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იქ გამოვიყენოთ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯერ უამრავი მითის დამსხვრევა დაგვჭირდება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ მითების უმეტესობა იქ ჩნდება, სადაც რეალურად ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანად გამოყენებას უნდა ვსწავლობდეთ. ახლა კი უშუალოდ მითებზე გადავინაცვლოთ:

მითი 1: AI არ არის ჩემი პრობლემა

რეალობა: AI ყველასთვის წარმოადგენს როგორც პრობლემას, ისე შესაძლებლობას. დღეს ყველამ რაღაც დონეზე AI კომპანიად უნდა ჩათვალოს თავი, რადგან ჩვენ უნდა ვიკვლევდეთ და ვტესტავდეთ, როგორ დაგვეხმარება ის იმის კეთებაში, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. მაგრამ იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან ხელმისაწვდომი გახდა, არ არსებობს კომპანია, რომელსაც შეუძლია, თავიდან აირიდოს AI-ის პოტენციურ მავნე გამოყენებასა და მის ნეგატიურ გავლენებზე ფიქრი. 

მითი 2: კარგი, ჩვენ რაღაცის გაკეთება გვჭირდება, მაგრამ ამას ჩვენი ტექნოლოგიური გუნდი გაუმკლავდება…

რეალობა: არა მხოლოდ ტექნიკურმა, არამედ ყველა ხელმძღვანელმა უნდა შეიტანოს ამ პროცესში წვლილი. ეს მოიცავს სტანდარტების დანერგვას პროდუქტის დიზაინისთვის, მონაცემების გაერთიანებასა და გატესტვას, ამასთან, მრავალ სხვა საკითხს ისეთ გუნდებთან ერთად, როგორებიც იურიდიული დეპარტამენტი, HR ან რეკრუტირებაა. განიხილეთ თუ არა კანონები კონფიდენციალურობის შესახებ? თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის გყავთ დანიშნული პირი, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას მართავს? ყველა ფუნქციურ სივრცეს აქვს თავისი როლი, ეს კი უსაფრთხო AI-სკენ სვლაში დაგეხმარებათ.

მითი 3: ჩვენ არ გვჭირდება DEI ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად

რეალობა: მრავალფეროვნება, თანაბარუფლებიანობა და ინკლუზიურობა (DEI) AI-ს გაუმჯობესებაში გვეხმარება. ერთ-ერთი გზა კი, რომლითაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ AI არ გაიმეორებს მიკერძოებების ისტორიულ თუ ახალ ფორმებს იმის უზრუნველყოფაა, რომ ადამიანები ავითარებენ თავიანთ სისტემებს, რათა მსოფლიო ფართო მასშტაბით ასახონ, განსაკუთრებით კი ის პოპულაციები, რომლებიც მას სამუშაოდ ან გასართობად გამოიყენებენ. გყავთ თუ არა საჭირო მრავალფეროვანი სამუშაო ძალა, რომელიც გაიაზრებს, რა გავლენა აქვს თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებას განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებიც მას ყოველ დღე გამოიყენებენ?

ამ პროცესში კი EqualAI-ს An Insider’s Guide to Designing and Operationalizing a Responsible AI Governance Framework შეიძლება დაგეხმაროთ, რომელიც HR-ის ხელმძღვანელმა ქეთრინ გეტცმა შექმნა. ამაში მთავრობა, საზოგადოება და სექტორის სხვა ლიდერებიც დაიხმარა, რომელთა შორისაც Google DeepMind და Microsoft-იც არის. მოკლედ რომ ვთქვათ, განავითარა ჩარჩო, რომელიც ნებისმიერი ზომისა თუ ინდუსტრიის კომპანიას გამოადგება, რათა სამყარო პასუხისმგებლიანი AI-ით უკეთეს ადგილად აქციოს. 

დაბოლოს, ამ მითების თავიდან ასაცილებლად თქვენი ბიზნესის ყველა დონის ხელმძღვანელის მოქმედებაა საჭირო. ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს ჩვენი ბიზნესებისა თუ სამყაროსთვის, მაგრამ სრულიად საპირისპირო რეალობის წინაშე დავდგებით, თუ მათ ეფექტურად ვერ ვმართავთ. ხოლო იმის გააზრება, რომ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ, მეტად უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი AI მომავლისკენ წაგვიყვანს. 

„არასრულყოფილი მშვენიერება“ და სასმლის ბოთლის დახვეწილი ვიზუალი

BNB ტოკენის 25-ე კვარტალური „დაწვა“