in

3 მოთხოვნადი პროფესია, რომელთა დაუფლებაც სმარტ აკადემიაში შეგიძლია

სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში IT სფეროს წარმომადგენლებისთვის მოწინავე პოზიციების შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომპანიები ციფრულ გადაწყვეტილებებს სულ უფრო მეტად ეყრდნობიან, შესაბამისად, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციურ პირებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.

მიმდინარე ბლოგში 3 მოთხოვნად პროფესიას მიმოვიხილავთ, რომლებიც IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს. მოგიყვებით, რა უპირატესობები აქვს IT ბიზნეს ანალიტიკოსის, IT პროექტების მენეჯერისა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინრის პროფესიებს, ჩავუღრმავდებით თითოეული როლის სპეციფიკას და ვისაუბრებთ კარიერულ შესაძლებლობებზე.

ვინ არის IT ბიზნეს ანალიტიკოსი?

 IT ბიზნეს ანალიტიკოს არის პროფესიონალი, რომელიც ბიზნესის საჭიროებების განსაზღვრასა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მის მოვალეობებში შედის: კომპანიის გამოწვევებისა და მიზნების გაგება, გამოწვევების შესაძლებლობებად ქცევა, შესაძლებლობების მოთხოვნებად ჩამოყალიბება და მოთხოვნების IT გადაწყვეტებში იმპლემენტაციის უზრუნველყოფა. IT ბიზნეს ანალიტიკოსი კომპანიას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდა მათ საჭიროებებზე კონცენტრაციით, გარდა ამისა, მისი უმთავრესი ფუნქციაა გუნდის მოტივირება და ეფექტური გუნდური კოლაბორაცია, პროექტის რისკების იდენტიფიცირება, პროექტის ხარჯების შემცირება და სხვ. ცვლილებებით დატვირთულ ეპოქაში, რომელშიც მომხმარებლების საჭიროებების დროული იდენტიფიკაცია და მათი დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, ამ როლს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

სმარტ აკადემიაში, IT ბიზნეს ანალიტიკის პრაქტიკულ კურსზე, გაიგებ, რა ღირებულების მომტანია IT ბიზნეს ანალიტიკოსი პროექტისთვის, რა ტიპის მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს და მათი მოპოვების/დოკუმენტირების როგორი ტექნიკები არსებობს. კურსზე ისწავლი, როგორ იმართება მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლი, გაიგებ მეტს პროექტში ჩართული მხარეების შესახებ და შეძლებ დააიდენტიფიცირო, მართო ურთიერთობები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან. თუ ეს სფერო გაინტერესებს და გინდა, რომ კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახდე, შენი შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოსცადო.

ლექციებს ხელმძღვანელობს ციცი აბჟანდაძე, ევროპის ტოპ 10-ში შემავალი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანია Girteka Group-ის სენიორ სისტემური ანალიტიკოსი, რომელსაც IT სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება აქვს. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით, თითოეული მოდული კი საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება:

  • რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოსს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები
  • რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში
  • პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაცია და ეფექტური user story-ების წერა
  • მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვა, პროდუქტის მოთხოვნის ტიპები და მათი მოპოვების ტექნიკები
  • პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაცია, ანალიზი და მათთან ეფექტური კოლაბორაცია
  • პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგება და მათი გამოყენება
  • პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასება, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიკაცია და მათთან გამკლავების გზები
  • პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვა და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდება
  • მეტი ბიზნეს ანალიტიკოსისთვის საჭირო პლატფორმების შესახებ

 

ვინ არის IT პროექტების მენეჯერი?

IT პროექტების ეფექტური მენეჯმენტი არის საყრდენი, რომელიც რთული ინიციატივების წარმატებულად შესრულებას უზრუნველყოფს. IT პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელია პროექტების დაგეგმვაზე, შესრულებასა და ზედამხედველობაზე კონცეფციიდან საბოლოო შედეგამდე. იგი მართავს რესურსებს და პროექტების დროულად, ბიუჯეტის ფარგლებში შესრულებას უზრუნველყოფს. ტექნიკური მოთხოვნებისა და ბიზნეს მიზნების კარგად გაცნობიერებით, IT პროექტების მენეჯერი ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

სმარტ აკადემიის IT პროექტების მართვის კურსს ნინო ძამაშვილი, საერთაშორისო კომპანია Quantori-ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer, უძღვება. ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით ნინოს 10+ წლიანი გამოცდილება აქვს.

კურსი დამწყები, ან მოქმედი IT პროექტების მენეჯერებისთვის და პროექტების მართვით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის არის განკუთვნილი. სტუდენტს საშუალება ექნება, ისწავლოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები; გაეცნოს Agile-ის ქვეშ გაერთიანებულ სხვადასხვა მეთოდოლოგიას და შექმნას ციფრული პროექტები Waterfall, Scrum-ის გამოყებით.

კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება:

  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და საფუძვლები
  • ციფრული პროექტების ინიცირებისა და განვითარების ეტაპები
  • ციფრული პროექტების დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიები
  • პროექტის მენეჯერისა და პროექტში ჩართული სხვადასხვა როლის ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები
  • Agile-ის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა მეთოდოლოგიები
  • ციფრული პროექტების შექმნა Waterfall, Scrum-ის გამოიყენებით.
  • Nexus, Kanban და Extreme Programming XP მიმოხილვა, მსგავსებების და განსხვავებების შედარება
  • Agile მეთოდოლოგიებს შორის განსხვავება
  • კარიერის განვითარების შემდგომი ეტაპები
  • პროექტის შექმნისა და განვითარების გეგმების შემუშავება – MS Project, Jira -ს გამოყენებით
  • პროექტის შეფასების ტექნიკა
  • პროექტის შექმნის პროცესში პროექტის მართვის Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობა
  • პროექტის განვითარების გეგმის შედგენა (Gantt Chart) და შესრულების ვადების მართვა
  • პროექტის მართვისთვის სხვადასხვა დოკუმენტის კონფლუენსის გამოყენება
  • შეხვედრების პროცესების სწორად წარმართვა
  • ციფრული პროექტის დეველოპმენტთან დაკავშირებული ტექნოლოგიების ტერმინების გამოყენება
  • ციფრული პროდუქტის დეველოპმენტის ყველა ფაზის სწორი მართვა
  • ციფრული პროდუქტის მხარდაჭერა, რისკების და ცვლილებების მართვა
  • ტესტირებისა და დეველოპმენტის მეთოდოლოგიები
  • Scrum-ის ყველა ძირითადი ღონისძიების, არტე ფაქტების სრულყოფილად გამოყენება და შედეგად სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა
  • პროექტების მართვისთვის საჭირო ხელსაწყოების გამოყენება: MS project, Jira, Miro, Confluence
  • გასაუბრებაზე საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა

 

ვინ არის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი?

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერი ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი მთავარი ფუნქციაა, დარწმუნდეს, რომ ყველა შეცდომა/ხარვეზი იდენტიფიცირებული და გასწორებულია მანამ, სანამ პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე მივა. შესაბამისად, პროდუქტის ხარისხზე იგი პასუხისმგებლობას იღებს და ამისთვის სხვადასხვა ხელსაწყოს, მიდგომას იყენებს.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს ნებისმიერ სფეროში შეუძლია დასაქმდეს, შესაბამისად, შრომის ბაზარზე ეს პროფესია საკმაოდ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია.

სმარტ აკადემიის პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსს თაკო აბრამიშვილი, EPAM-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების წამყვანი ინჟინერი, უძღვება, რომელსაც ტესტირების მიმართულებით მუშაობის 6+ წლიანი გამოცდილება აქვს.

როგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია სმარტ აკადემიის ყველაზე მოთხოვნადი კურსია. განახლებული სასწავლო პროგრამა სტუდენტს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს ტესტირების ყველა ეტაპზე – დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მანუალური ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვითა და ავტომატიზებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება:

  • როგორ წარმართო ტესტირების პროცესი სხვადასხვა გამოწვევის მქონე პროექტებისთვის
  • როგორ გააანალიზო ბიზნეს მოთხოვნები და შექმნა სატესტო დოკუმენტაცია;
  • რა მეთოდები, მიდგომები და ტექნიკები გამოიყენო როგორც ვებსაიტების ტესტირების დროს, ასევე მობილური აპლიკაციების (Android / iOS) და API -ის შემთხვევაში.
  • ციფრული პროდუქტების განვითარების საფეხურები და ტესტირების როლი თითოეულ ეტაპზე
  • რისკების ანალიზი და მათი მენეჯმენტის ტექნიკები
  • სწორი შეფასებების მიწოდება სატესტო დავალებებისთვის
  • ხარვეზების მენეჯმენტი და სასიცოცხლო ციკლი
  • SDLC პოპულარული მოდელები, მათი განსხვავებები და საჭიროებები
  • Agile/Scrum მეთოდოლოგიის მთავარი საფუძვლები
  • ეფექტური ტესტ ქეისების მოფიქრება და შედგენა ტესტირების ტექნიკების გამოყენებით
  • სატესტო მონაცემების (Test Data) მომზადება მონაცემთა ბაზების დახმარებით
  • ტესტირების პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტის შექმნა
  • ტექსტ ავტომატიზაციის საჭიროებების განსაზღვრა
  • ავტომატიზირებული ტექსტების შექმნა JavaScript – ის გამოყენებით
  • პროექტში ჩართვა ტესტირების ყველა ეტაპზე

დაიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა IT-ის მიმართულებით სმარტ აკადემიაში და დაგეგმე კარიერა ყველაზე მოთხოვნად სფეროში.

გაეცანი სმარტ აკადემიის კარიერული განვითარების პროგრამას – გაიგე, როგორ შეგიძლია შენ მიერ არჩეულ კურსზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება და კონკრეტული მიმართულებით კარიერის დაგეგმვა.

[პარტნიორის კონტენტი]

„ხუთშაბათის შეხვედრები“: როგორ გავყიდოთ მეტი? — ნათია გავარდაშვილი

„ყველაფერი, რაც იქმნება, ობიექტური ინდივიდუალიზმის ნაწილია“