10
Sep
2018

3 რომანი, რომელმაც ბილ გეითსის, ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის ცხოვრება შეცვალა

10 Sep 2018

მილიარდიანი კომპანიების შექმნა ცოტა შრომასა და დროს ნამდვილად არ მოითხოვს. როგორც წესი, წარმატების მისაღწევად, მათი დამფუძნებლები ყველაფერს აკეთებენ. ზოგჯერ ისეთ რამესაც, რაც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, საერთოდ არ უკავშირდებოდეს ფინანსური მაგნატის ან მსოფლიო დონის გამომგონებლის საქმიანობას. გაგიკვირდებათ, მაგრამ წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გავლენას რომანების კითხვა ახდენს. ამის ნათელი მაგალითი ბარაკ ობამაა. ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ამბობს, რომ როგორც მოქალაქემ, რომანებიდან ძალიან ბევრი რამ ისწავლა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცოტა ხნის წინ, იმ წიგნების საკმაოდ გრძელი სია გამოქვეყნდა, წარმატებული და ჩვენი აღქმით, ყოვლისმცოდნე ადამიანების აზროვნება და ცხოვრება რომ შეცვალა. მაინც, რომელ ნაწარმოებებს შეეძლო ბილ გეითსზე, ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსზე ასეთი გავლენის მოხდენა?

ბილ და მელინდა გეითსები  – “The Great Gatsby“ 

Microsoft-ის დამფუძნებლის თქმით, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამ რომანს, ხშირად უბრუნდება და ხელახლა კითხულობს.

„მე და მელინდას განსაკუთრებით გიყვარს ერთი ფრაზა, რომელიც, შემდეგ, ჩვენი სახლის ერთ-ერთი კედელზე გადავიტანეთ – „როგორც ჩანს, ეს ოცნება იმდენად ახლოს იყო, ვერაფრით შეეგუებოდა, მის ხელიდან გაშვებას“, – ამბობს ბილ გეითსი.

ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი, ბილ გეითსი

ჯეფ ბეზოსი – “The Remains of the Day“ 

„ამაზონის“ დამფუძნებლის თქმით, კაზუო იშიგუროს რომანმა სულით ხორცამდე შეძრა.

„ამ წიგნს ნამდვილად ვერ მოწყდებით. როცა ვკითხულობდი, შეიძლება ითქვას, 10 საათი ალტერნატიული ცხოვრებით ვიცხოვრე და ბევრი რამ ვისწავლე ცხოვრებასა და სინანულზე“, – ამბობს ჯეფ ბეზოსი.

ილონ მასკი – The Foundation Trilogy“

ისააკ აზიმოვის ამ რომანმა მასკის აზროვნება შეცვალა.

„ისტორია გვასწავლის, რომ ცივილიზაციები გარკვეული ციკლის მიხედვით მოძრაობს. ამას ბაბილონელების, შუმერების, ეგვიპტელების, რომაელებისა და ჩინელების მაგალითები მოწმობს. როგორც ჩანს, ახლა აღმავლობის ციკლია და ვისურვებდი, მომავალშიც ასე გაგრძელდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ტექნოლოგიების ხარისხი, პირიქით, დაეცეს“, – ამბობს ილონ მასკი.

წყარო: inc.com



განხილვა