10
Nov
2018

3 ქართველი ADC*E Awards-ის ჟიურიში

10 Nov 2018

ევროპული სარეკლამო და დიზაინის კონკურსზე,“ADC*E Awards“, წელს, ჟიურის რანგში საქართველოდან ლევან ლეფსვერიძე – „ლივინგსტონის“ დამფუძნებელი, ეკა ყიფიანი – JWT Metro და მარი სუხიშვილი – Windfor’s წარსდგნენ.

ADC*E Awards-ის ჟიურის წევრობის გამოცდილებაზე ლევან ლეფსვერიძე გვიყვება:

ევროპის არტ დირექტორების კლუბი არის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალი. აქ ყველა ნამუშევარი არის თავის ქვეყანაში ლოკალურ ფესტივალზე გამარჯვებული. მაგალითად, საქართველოდან „ედბლექსის გამარჯვებულებს ღონისძიებაზე მოხვედრის შანსი ეძლევათ. შესაბამისად, შემოსული ნამუშევრები საკმაოდ მაღალი დონისაა, რაც ჟიურის შეფასების პროცესს ძალიან საინტერესოს ხდის. ბევრ ფესტივალზე მომიწია ამ ბოლო დროს ჟიურად ყოფნა და თამამად შემიძლია ვთქვა, “ADC*E” იყო ყველაზე საინტერესო გამოცდილება, სიღრმეებში ჩასვლა, ბოლომდე გააზრება, ყველა ხარვეზის აღმოჩენა და საუკეთესოს შორის საუკეთესოს გამოვლენა“.

ADC*E Awards 2018-ის გამარჯვებულები კვირას, 11 ნოემბერს გამოვლინდებიან.

ADC*E Awards ევროპული სარეკლამო და დიზაინის ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ღონისძიებაა, რომელიც წელს, მეხუთედ იმართება.

განხილვა