in

კითხვები, რომლებიც ლიდერებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან

თუკი პრაქტიკაში ოდესმე გყოლიათ ისეთი ლიდერი, რომელიც თქვენი გონებიდან არ ამოდის და თავს არ გავიწყებთ თავისი დადებითი თვისებებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ოდესღაც კარგ ლიდერთან გქონიათ შეხება. კარგი ლიდერის დეფინიცია იმდენადვე გულისხმობს პროფესიონალს საკუთარ საქმეში, რამდენადაც, პროფესიონალს თავის გუნდთან ურთიერთობაში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუკი თქვენ თავადვე ხართ ლიდერი, ეს სტატია თქვენთვის პატარა სავარჯიშოს ამზადებს, რომელიც დაგაფიქრებთ, ნამდვილად ერგებით იმ როლს, რომელშიც ამჟამად იმყოფებით? ეს ერთგვარად თქვენი ლიდერული უნარების გამოცდაა. გამოცდა სულ 3 კითხვას მოიცავს, რომლებზეც პასუხები უნდა გასცეთ.

1. ხშირად ცდილობთ სხვა ადამიანების პერსპექტივების გაგებას?

ახლა, როდესაც სამუშაოები დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულები და ერთმანეთს ძირითადად თანამედროვე მოწყობილობებით ვეკონტაქტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის სხვა წევრებს თავი ღირებულად ვაგრძნობინოთ და მათი მოსაზრებები დავაფასოთ. ხშირად, პრობლემების გადაჭრა ლიდერებს სწრაფად უნდებათ და სწორედ ამიტომ ისინი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებენ. იმისთვის, რომ თქვენს თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ და მათი გესმოდეთ, საჭიროა, მოუსმინოთ მათ და ერთად მიიღოთ ორგანიზაციული გადაწყვეტილებები.

2. ეფექტური ლიდერი ხართ?

როდესაც ლიდერი ხართ, ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად გქონდეთ განსაზღვრული, თუ რას მოიცავს თქვენი ლიდერობა. უკეთ რომ ვთქვათ, საჭიროა, განსაზღვროთ მომავალი, ორგანიზაციისთვის სამომავლო ხედვა ჩამოაყალიბოთ, განსაზღვროთ მიზნები, გქონდეთ განსაზღვრული მოლოდინები და საქმის მიმდინარეობისას მუდმივად აზუსტოთ ეს მიზნები და მოლოდინები. როდესაც მომავალი გაურკვეველია, მრავალი თანამშრომელი ლიდერებს იმისთვის მიმართავს, რომ მიმართულება მისცენ მას. ამიტომაც, საჭიროა, ხშირად დაუსვათ თანამშრომლებს ისეთი კითხვები, როგორებიცაა:

  • რომელ კითხვებზე გჭირდებათ მყისიერი პასუხი?
  • როგორ შემიძლია ამ წამს მხარში დაგიდგე?
  • რომელ დაბრკოლებებს აწყდებით ამ წამს მიზნების მისაღწევად?
  1. მზად ხართ იმისთვის, რომ მოისმინოთ უკუკავშირი, თუნდაც თქვენთვის არასასურველი იყოს ის?

უამრავი ადამიანი და, მით უმეტეს, ლიდერი უკუკავშირს უყურებს როგორც მტერს, რომელმაც შესაძლოა, ძალაუფლება დააკარგინოს. ეს კი უკვე გამოხატავს იმას, თუ რამდენად არ გვიყვარს ხანდახან სხვების მოსმენა, რაც კარგი ნამდვილად არ არის. ეფექტური ლიდერი რომ იყოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია, სხვების მოსმენა ისწავლოთ. შეუძლებელია, პროფესიულად და პიროვნულად გავიზარდოთ ისე, თუკი არ გვეცოდინება სხვების აზრი და შეხედულებები. ამიტომაც, საჭიროა, ხშირი დოზით მოისმინოთ უკუკავშირი, თუნდაც ის თქვენთვის არასასურველი იყოს.

წყარო: Fast Company



გიგანტურმა სატვირთო გემმა სუეცის არხი გადაკეტა!

კვლევა – მენეჯერის პოზიციის დაკავება ყოველთვის წინსვლას არ გულისხმობს