in

3 რამ, რაც Amazon-ის სარეკლამო ბიზნესის შესახებ უნდა იცოდეთ

Amazon ციფრული რეკლამის მნიშვნელოვან მოთამაშედ იზრდება. ახლახან, კომპანიამ (AMZN 3.53%) თავისი მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაცხადა და როგორც ელექტრონული კომერციის ბიზნესმა კვლავ მიიპყრო ყურადღება.

აუცილებელია, გაითვალისწინოთ სამი მნიშვნელოვანი რამ, რაც Amazon-ის სარეკლამო ბიზნესთან დაკავშირებით ხდება:

* რეკლამის გაყიდვები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი კონკურენტები
* კონფიდენციალობის ცვლილებები დიდად არ იმოქმედებს Amazon-ის რეკლამის გაყიდვებზე.
* კომპანიის სარეკლამო ბაზრის წილი იზრდება.

Amazon-ის სარეკლამო გაყიდვებმა კონკურენტების ზრდას გადააჭარბა. საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის პარალელურად, კონკურენტებთან უკუსვლა შეინიშნება.

მეორე კვარტალში, Amazon-ის სარეკლამო გაყიდვები წლიური 18%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით, 8,8 მილიარდ დოლარამდეა. ცხადია, ეს არ არის დიდი თანხა იმ კომპანიისთვის, რომელმაც მთლიანი კვარტლის განმავლობაში 121 მილიარდი დოლარის გაყიდვები გამოიმუშავა, მაგრამ პროცენტული ზრდა შესამჩნევია, რადგან კონკურენტები Meta Platforms, Twitter და Snap ყველა უფრო ნელი ტემპით მიდიან: Snap-ის სარეკლამო შემოსავალი 13%-ით გაიზარდა, Twitter-ის 2%-ით, ხოლო Meta-ს 1,5%-ით შემცირდა.

Amazon რეკლამით იმდენ შემოსავალს ვერ იღებს, როგორც მისი მსგავსი პლატფორმები. შესაბამისად, მასთან უფრო ადვილი შესამჩნევია ზრდა. ამავდროულად, ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ Amazon-ის სარეკლამო ბიზნესი ძლიერდება, კონკურენტების შესუსტების ფონზე.

Amazon-ისთვის რეკლამის კონფიდენციალურობის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ აქვთ გავლენა. მოგეხსენებათ, „ქუქიების“ დასასრული ახლოვდება, რადგან მომხმარებლებს არ მოსწონთ მუდმივ რეჟიმში თვალთვალი. Amazon საკუთარ პლატფორმას იყენებს და არ საჭიროებს „ქუქიებს“. შესაბამისად, არ უწევს სარეკლამო სტრატეგიის შეცვლა. ეს გვაფიქრებინებს, რომ რეკლამის დამკვეთთა რიცხვი მის მიმართ მალე გაიზრდება.

იზრდება კომპანიის სარეკლამო ბაზრის წილი

Amazon-ის რეკლამის მუდმივი ზრდა იწყებს ბაზრის უფრო დიდი წილის ლიდერებს. გაითვალისწინეთ, რომ 2019 წელს Amazon-ს აშშ-ს ციფრული რეკლამის ბაზრის მხოლოდ 7.8% ეკავა, მომდევნო წელს, ეს მაჩვენებელი 14.6% იქნება.

 

წყარო: fool

BTU-ში ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამა ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განხორციელდება

როგორ ვუპასუხოთ კითხვას — რატომ გინდათ აქ მუშაობა?