არ აქვს მნიშვნელობა, სოციალური მეწარმე ხართ თუ სულ ახლახან წამოიწყეთ სტარტაპი, ახლა იმ 3 რჩევას გაგიზიარებთ, რომლებზეც ინდუსტრიის ექსპერტები საუბრობენ. ისინი დაგეხმარებათ, უკეთ აღიჭურვოთ გამოწვევებისთვის, რომლითაც სტარტაპები „განებივრებულნი“ არიან. მოდით, დავიწყოთ:
შეინარჩუნეთ მოთმინება გრძელვადიანი წარმატებისთვის
ზოგჯერ ადამიანები მყისიერად ყიდულობენ თქვენს იდეებს, მაგრამ ინვესტორებს ხშირად ამისთვის უფრო დიდი დრო სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით მართლდება იმ შემთხვევაში, როცა თქვენი იდეის უკან იმალება კონცეფცია, რომელიც ჯერ პოპულარული არ გამხდარა, თუმცა ხშირად დიდი იდეების უკან ვხედავთ ხოლმე…
ასე მოხდა მაიკ მარსტონის შემთხვევაშიც, როცა Art.com დააფუძნა — 90-იან წლებში ხალხი ინტერნეტით ვაჭრობის პოტენციალში უნდა დაერწმუნებინათ, ინვესტორები ეუბნებოდნენ, რომ ონლაინ ვაჭრობა არასდროს იმუშავებდა, მაგრამ შედეგს თავადაც ხედავთ… ეს კი მოთმინებით გახდა შესაძლებელი, როცა სხვების ეჭვები თუ ნეგატიური უკუკავშირი თქვენს სიმშვიდეს ვერაფერს აკლებს. ამიტომ, თუ დიდი მიზნების მიღწევა გსურთ, უნდა ისწავლოთ, როგორ შეხვდეთ ყოველდღიურ მარცხსა და გამარჯვებებს.
გაიცანით თქვენი მომხმარებლები
სტარტაპების ეკოსისტემა ან არსებული ინდუსტრიის შეცვლას, ან რაღაც სრულიად ახლის შექმნას გულისხმობს. თუმცა ეს რეალური მომხმარებლის პრობლემის გადაჭრას უნდა ემსახურებოდეს, რისთვისაც ჯერ მათ კარგად უნდა იცნობდეთ, იმაზე უკეთაც კი, ვიდრე მომხმარებლები საკუთარ თავს იცნობენ. მოკლედ რომ გითხრათ, არსებული ვარაუდები უნდა გადაამოწმოთ, იპოვოთ მომხმარებლის რეალური საჭიროება და მარცხი შესაძლებლობად აქციოთ.
დააგროვეთ გამოცდილება გრძელვადიანი გავლენისთვის
იმას, თუ რას გააკეთებთ გამოცდილების მისაღებად, უზარმაზარი გავლენა აქვს თქვენს მიღწეულ შედეგებზე. როგორც მუჰამედ ალი ამბობდა, გამარჯვებისა და წაგების ბედი სპორტდარბაზშივე წყდება… დაივიწყეთ მალკოლმ გლადველის ცნობილი 10 000 საათი. მეწარმეები, რომლებმაც რეალურად იციან თავიანთი სფეროები, ორჯერ, სამჯერ ან უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავენ გამოცდილების მისაღებად. ისინი იაზრებენ, რას სთავაზობენ კონკურენტები და იციან, რომ შეუძლიათ განსხვავდებოდნენ. ეძებენ გზებს, რათა მრავალი ინდუსტრია დაუკავშირონ ერთმანეთს, თუნდაც ეს ხელოვნება და ინტერნეტი იყოს. ახალ ტექნოლოგიებს სწრაფადვე ითვისებენ, რათა ასე კონკურენტული უპირატესობის მოპოვება შეძლონ…
Fundify-ს მფლობელები საკუთარი გამოცდილებით შემდგომი კითხვების დასმას გვირჩევენ — რა არ კეთდება ამ სფეროში? რა შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებლებს ისეთი, რაც მათ რეალურად სჭირდებათ, მაგრამ ვერსად პოულობენ? მეწარმეებმა კი უნდა გაიაზრონ, რომ წარმატება მხოლოდ იღბლის ამბავი კი არაა, არამედ ცოდნის ძიებისა და შეუპოვრობის შედეგად მიიღწევა…