in

3 მიზეზი, რატომ არის უარყოფა მეწარმეების საუკეთესო მეგობარი?

უარყოფა

არავის სიამოვნებს საკუთარი მისამართით სიტყვა “არას” მოსმენა. თანაც მაშინ, როცა საქმე აწმყო თუ სამომავლო მიზნებს ეხება. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, დამთრგუნველია, როდესაც მაგალითად, სტარტაპისთვის კაპიტალი გესაჭიროებათ, ინვესტორი კი დახმარებაზე უარს გეუბნებათ. ან, მედია არ აშუქებს თქვენს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და ასე შემდეგ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ “არა” მეწარმეებისთვის განსაკუთრებით ახლო და ძვირფასი მეგობარია. ჩვენ კი მეტი თვალსაჩინოებისთვის 3 მთავარ მიზეზს წარმოგიდგენთ. 

1) “არა” გაიძულებთ, ხელახლა გადახედოთ თქვენს გეგმას და პროექტს

როდესაც გეგმებისა და იდეების საპასუხოდ უარყოფას იღებთ, თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა პროტესტის გრძნობაა. გაუცნობიერებლად გიჩნდებათ აგრესია, რატომ შეიძლება, უარყონ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია? ეს არასწორი რეაქციაა. იმის ნაცვლად, რომ ებრძოლოთ “არას”, დაფიქრდით და გააცნობიერეთ, რატომ მიიღეთ ეს პასუხი.

ყოველმა უარყოფამ ახალი რაღაც უნდა გასწავლოთ! როცა საკუთარ წარუმატებლობას და უარყოფას სწორად აანალიზებთ, ეს უკვე არა თუ წარუმატებლობა, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი შესაძლებლობებისკენ.

2) მან შესაძლოა, თქვენი მთავარი ღერძის არსი შეცვალოს

მეწარმისთვის, რომელიც მეტისმეტად გატაცებულია საკუთარი საქმით, მნიშვნელოვანი და ამასთანავე, რთულია მთავარი ღერძის პოვნა. უარყოფა კი, რაღაც ეტაპზე, ნამდვილად დაგეხმარებათ ხელახლა გადაიაზროთ, რა არის მთავარი, რასაც უნდა დაეყრდნოთ თქვენი საქმიანობის დროს.

3) ის ობიექტურ, მიუკერძოებულ აზრს გაწვდით

ნებისმიერი საქმიანობის დროს, ირგვლივ ობიექტური მხარდამჭერების არსებობა აუცილებელია. უნდა იცოდეთ, რომ ყოველი უარყოფა ობიექტური კრიტიკაა არა თუ თქვენ მიმართ, არამედ იდეის, რომლის სხვაგვარად ფორმირება და გარკვეული დეტალების შეცვლა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

გახსოვდეთ, გაუფრთხილდით სიტყვას “არა”, რადგან ყველაზე გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ის დაგეხმარებათ.

წყარო: Inc.



მერკურს კუდი აქვს – როგორ არის ეს შესაძლებელი?

ნახეთ: პოპკორნის მსგავსი მწერი