in

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა აჩქარდეთ

იმისთვის, რომ ბევრი საქმე მოვასწროთ და დღიური გეგმა შევასრულოთ, ხშირად ვჩქარობთ, ხანდახან იმდენადაც კი, რომ ბევრი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა. თუმცა, ასე ტყუილად არ ვიქცევით. დღესდღეობით გამეფებულია აზრი, რომ აუცილებელია, ვიტანჯოთ, ვიჩქაროთ და წარმოუდგენელი შრომის ფასად მივაღწიოთ წარმატებას. მართალია, შრომის გარეშე ნამდვილად ვერაფერს მივაღწევთ, თუმცა, მუდმივად აჩქარებულ მდგომარეობაში ყოფნა და სწორედ ამით გამოწვეული შფოთი დიდად ვნებს ჩვენსავე პროდუქტიულობას და, რეალურად, ხელს გვიშლის, ვაკეთოთ მეტი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ რაც მეტს იმუშავებენ, მით მეტად წარმატებულები და ბედნიერები იქნებიან. თუმცა, ასეთ დროს, ნაკლები დრო რჩება მოგზაურობისთვის, რელაქსაციისთვის, გართობისთვის ან თუნდაც მეგობრებისა და ოჯახისთვის, რაც ნამდვილად ხელს უშლით მათ, იყვნენ ბედნიერები. თვითშეგნება, რომ მუდმივად უნდა იტანჯოთ, არ არის მართებული. ასეთ დროს, კარგად უნდა გადაიაზროთ, თუ რა გიჯდებათ ეს ყველაფერი, მოდუნდეთ და უბრალოდ “შეანელოთ”.

წარმოგიდგენთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა მოიქცეთ ასე:

უკეთ ფოკუსირდებით იმაზე, რაც გინდათ

რა აზრი აქვს უაზროდ ბევრ მუშაობას, თუკი არ იცით, რა მიმართულებით მიდიხართ? უამრავი ადამიანი ზუსტად ასე იტანჯავს თავს და ბოლოს შედეგს ვერ იღებს. როდესაც სიჩქარეს შეამცირებთ, უკეთესად დააკვირდებით თითოეულ დეტალს და მიხვდებით, რა გსურთ. პირველ რიგში, დაწყნარდებით და ფიქრის საშუალება მოგეცემათ – არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც თქვენს მიზანს ესაჭიროება. მართლაც, თუკი მხოლოდ ერთი მიმართულებისკენ გაქვთ ყურადღება მიპყრობილი, ვერ დაინახავთ სხვა, თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს.

დაწერეთ გეგმა – რას გააკეთებთ მომდევნო კვირაში და როგორ, ასევე, რა მუშაობს თქვენთვის და რა – არა. დაწერეთ ისიც, თუ რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რა განზრახვები გაქვთ – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, დააკვირდეთ იმას, თუ რა გსურთ და მხოლოდ შემდეგ განაგრძოთ მასზე მუშაობა.

ტანჯვას ვეღარ მოასწრებთ, თუკი “მკვდარი” ხართ

უთვალავი სამუშაო საათი თქვენს ჯანმრთელობას რომ აზიანებს, უპირობო ჭეშმარიტებაა. თქვენ მუშაობთ, თუმცა, თქვენი სხეულისა და სულის მდგომარეობა სულ უფრო უკან მიდის. დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. თუკი, მართლაც შეუჩერებლად იმუშავებთ, ერთხელაც ყველანაირი რესურსი ამოგეწურებათ, რომ საქმე განაგრძოთ. მშვიდად და შედარებით ნელა მუშაობა კი საშუალებას მოგცემთ, აკეთოთ მეტი უფრო დიდი ხნის განმავლობაში, თანაც – ხარისხიანად.

დაგიბრუნდებათ “ემოციის ძალა” 

ხშირად, როდესაც საკუთარ თავსა და ფიქრებს დროს არ ვუთმობთ, გვერდზე გვრჩება ჩვენივე ემოციები, რომლებიც, რეალურად, ძალიან სწორ მიმართულებას აძლევენ ქმედებებს. ემოციები ისაა, რაც მუდმივად გვეხმარება, მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა. მაგალითისთვის ავიღოთ ბრაზი, რომელიც გვეუბნება, რომ რაღაც არასწორია და უნდა შევცვალოთ ჩვენი ქმედება. “შენელება” კი იმ მხრივაა ეფექტური, რომ იგი საშუალებას გვაძლევს, ემოციები ქმედებებად გარდავქმნათ.

წყარო: Inc



სალვადორ დალი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით “გააცოცხლეს”

ინჟინრებმა ტვინის სიგნალები სიტყვებად გარდაქმნეს