„გამარჯვებულები ისევ იმარჯვებენ“ – ეს ფრაზა ინვესტორებს შორის ძალიან პოპულარულია. და ხშირად, სიმართლეცაა. კომპანია, რომელსაც გამორჩეული პროდუქტი, თუ სერვის აქვს, გამოცდილი მენეჯერები მართავენ და ზრდის დიდი შესაძლებლობები გააჩნია, როგორც წესი, უფრო მარტივად ქმნის აქციონერებისთვის ღირებულ გარემოს, ვიდრე ნაკლებად წარმატებული, სირთულეების მქონე კომპანია.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, მხოლოდ თეორიულ დონეზე მიღებული ინფორმაციით დაკმაყოფილდეთ და ისე შეიძინოთ აქციები. როგორც წესი, გამოცდილი ინვესტორი ციფრებითა და მაჩვენებლებით ინტერესდება, შეისწავლის მისი განვითარების პოტენციალს, შეაფასებს ღირებულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ ორმაგ ფილტრსა და შემოწმებას მარტივად გაივლიან და თქვენ, როგორც ინვესტორები დარწმუნდებით, რომ მათ, სამომავლოდ, ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ.
დღეს სწორედ ასეთ ბიზნესებზე გიამბობთ. თუმცა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რაც ჩვენს სტატიებში არაერთხელ გვითქვამს: თავად კომპანიისა და აქციების დეტალური შესწავლის შემდეგ, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ რისკები და სარგებელი, რომელიც ამა თუ იმ გარიგებას შეიძლება მოჰყვეს; ასევე, გააანალიზოთ თქვენი ინტერესები და საჭიროებები, გადახედოთ საკუთარ საინვესტიციო პორტფელს და ისე მიიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება.

ახლა კი დავუბრუნდეთ კომპანიებს, რომელთა აქციების შეძენაზეც 2022 წლისთვის, ექსპერტების რჩევით, ნამდვილად ღირს ფიქრი. მათი სამეული ასეთია:
1. Alphabet
Google-ის დედობილი კომპანიისთვის Alphabet (NASDAQ:GOOG) (NASDAQ:GOOGL) 2021 წელი ძალიან წარმატებული იყო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიამ 70%-იანი ზრდა აჩვენა. და იმ ფონზეც კი, როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო რეკლამების რაოდენობამ იკლო, ის უბრალოდ, თავის კონკურენტების ჯგუფს დაეწია.
Google-ის შემოსავლები აერთიანებს Google-ის საძიებო სისტემის, თავად Google-ისა და YouTube-ის სარეკლამო ქსელების, სატელეფონო ბრენდის Pixel-ისა და Android-ის აპლიკაციების მარკეტ Google Play-ის შემოსავლებს. გასულ კვარტალში ეს სეგმენტი 40.6%-ით გაიზარდა, ხოლო მისი საოპერაციო მოგება 65.8%-ით, რაც $24 მილიარდი იყო.
2021 წლის მეოთხე კვარტალში, მუდმივი ზრდის პირობებში, წინასწარი გაანგარიშებით, ამ სეგმენტის საოპერაციო მოგება $100 მილიარდს მიაღწევს, ხოლო წმინდა შემოსავალი, გადასახადების გადახდის შემდეგ, დაახლოებით, $80 მილიარდი იქნება. აქედან მიღებული მოგება, Google-ის სერვისებს $2 ტრილიონიან საბაზრო კაპიტალს მისცემს.
გარდა ამისა, Alphabet ფლობს Google Cloud-ის სეგმენტს, რომელიც, ამ წლის გასულ კვარტალში, 45%-ით გაიზარდა. აქვეა „სხვა ფსონებიც“, მაგალითად, სტარტაპები თვითმართვადი მანქანების ბრენდი Waymo და სამეცნიერო ბრენდი Verily, რომლებიც Alphabet-ისთვის, კიდევ დამატებით ღირებულებას ქმნიან.
და ბოლოს, Alphabet ფლობს GV (ყოფილი Google Ventures)-ს, საიდანაც, დამატებით, $142 მილიარდი ემატება კომპანიის ბალანსს.
2. LendingClub
ნეობანკი და საკრედიტო პლატფორმა LendingClub (NYSE:LC) წელს, განსაცვიფრებლად, 320%-ით გაიზარდა.
თუმცა, მის აქციებს, სხვა, ანალოგიურ ფინტექ კომპანიებთან შედარებით, ნაკლები ფასი აქვთ, ეს ტენდენცია უცვლელია 2015 წლიდან, როცა ეს ფასიანი ქაღალდები გამოჩნდა.
იმის მიუხედავად, რომ არც ისე დიდი ხანია, ბაზარზეა, LendingClub-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $4.4 მილიარდს შეადგენს.
გასულ კვარტალში, LendingClub-მა $3.1 მილიარდის სესხი გასცა, რაც 14%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. ამან საშუალება მისცა კომპანიას, $246.2 მილიონიანი შემოსავალი მიეღო, საიდანაც $27.2 წმინდა შემოსავალია.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, LendingClub-ს კიდევ უფრო მეტად მოგებიანი მოდელის შექმნის რეალური შესაძლებლობა აქვს – კომპანიამ, 2021 წლის თებერვალში, Radius Bank-ის საბანკო ლიცენზია შეიძინა. ეს საშუალებას მისცემს, მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი სადეპოზიტო ღირებულება და მოქნილი პირობები, თანაც ისე, რომ სესხების უმეტესობა საკუთარ ბალანსზე დატოვოს. შესაბამისად, მას არ დასჭირდება მესამე მხარის პოვნა, რომ ფინანსური სირთულეებისა და ვარდნის შემთხვევაში, ეს სესხები დააფინანსოს.
3. Green Thumb Industries
Green Thumb Industries (OTC:GTBIF) ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი, კანაფის, როგორც პროდუქციის ოპერატორია.
კომპანიის ბოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ანალიტიკოსების სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ. აღმოჩნდა, რომ მისი შემოსავლები 48,7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება თანმიმდევრული ზრდას, ამ მაჩვენებელმა 5.3% -ით მოიმატა და $233.7 მილიონი შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალ-ახალ მაღაზიებს ხსნის, ძველ და არა ბრენდულ ობიექტებში, 2021 წელს, გაყიდვები წლიური მაჩვენებლით14% -ით და თანმიმდევრული მაჩვენებლით 1%-ით გაიზარდა.
კომპანიის ასეთი ზრდისა და მოგების შემდეგ, მისი აქციები, მხოლოდ გასულ თვეს 50%-ით გაიზარდა.
Green Thumb generated-მა შემოსავლების გენერირება მოახდინა 14-ვე ბაზარზე, მაგრამ ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერისასა და ვირჯინიაში ახლა იკრებს ძალებს და წინ კიდევ უფრო დიდი მოგებებია.
კომპანიის გენერალური დირექტორი ბენ კოვლერი თვლის, რომ ამერიკაში კანაფის ბაზარი, მომდევნო ათწლეულში, კიდევ სამჯერ გაიზრდება. ეს პროგნოზი კონკრეტულ ციფრებსა და მაჩვენებლებს ემყარება და ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან. ამის ბოლო კატალიზატორი, საკანონმდებლო ორგანოში, კანაფის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის წარდგენა იყო.
თუ სამივე კომპანიის მონაცემებს კარგად გააანალიზებთ, დაინახავთ, რა პერსპექტივები აქვთ 2022 წლისთვის. ასევე – როგორი საინვესტიციო გარემო და პირობები შეიძლება შესთავაზოს თითოეულმა მათგანმა დაინტერესებულ პირებს.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.