in

როგორ გამოვიყენოთ რეგრესი ჩვენ სასარგებლოდ – 3 სამეცნიერო გზა

ნებისმიერი პროფესიისა და საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ყოფილა რეგრესის ზღვარზე. ამ საკითხში, მთავარ გამოწვევას მარცხისა და ნეგატიური სიტუაციის სასიკეთოდ გამოყენება და წარმატების წინაპირობად ქცევა წარმოადგენს. რამდენად შეგიძლიათ თავი გაართვათ ამ ამოცანას?

თუ გავაკეთებთ მარკ ტვენის პერიფრაზს, „კარგი გადაწყვეტილება მოდის გამოცდილებიდან, თუმცა, გამოცდილება მოდის ცუდი გადაწყვეტილებებიდან”
შეცდომები საშუალებას გვაძლევენ გავიზარდოთ. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რეგრესული მომენტები, თუმცა, რამდენად ვიცით როგორ გავუმკლავდეთ მათ? რთავთ ნებას პრობლემას თქვენი პარალიზება გამოიწვიოს თუ იყენებთ მას როგორც სასარგებლო გამოცდილებას? არსებობს რამდენიმე მექანიზმი და მენტალური მიდგომა, რომელიც მეცნიერულად დამტკიცებულია და დაგეხმარებათ ეფექტურად გაუმკლავდეთ შეცდომებს. მარკეტერი წარმოგიდგენთ სამ სამეცნიერო მიდგომას, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ წარუმატებლობას და მეტიც, გამოიყენოთ იგი თქვენი განვითარებისთვის.

იყავით ოპტიმისტი
ფსიქოლოგიის პროფესორისა და ავტორის, მარტინ სელიგმანის კვლევა აჩვენებს, რომ თუ ჩვენ შეგვიძლია შეცვალოთ „განმარტების სტილი”, ჩვენ შევძლებთ დავრჩეთ პოზიტიურები თავს დამტყდარი წარუმატებლობის წინაშე. „განმარტების სტილი” მოიცავს იმას, თუ როგორ ვუხსნით ჩვენს თავს, რატომ გადავიტანეთ ესა თუ ის მოვლენა, დავიმსახურეთ თუ არა ის და რამ გამოიწვია იგი. შემდეგში, როცა შეამჩნევთ თქვენს რეგრესს, სელიგმანის მეთოდზე დაყრდნობით, შეგიძლიათ დაფიქრდეთ: 1. პერმამენტულობაზე (რამდენად პერმამენტული ხასიათი აქვს რეგრესულ მოვლენებს?), 2. შეღწევადობაზე (მოქმედებს/აისახება თუ არა რეგრესი თქვენს ცხოვრებაზე თუ მხოლოდ მის უმნიშვნელო ნაწილს იკავებს?) და 3. პერსონალიზაციაზე (არის რეგრესი ის, რაც ნამდვილად თქვენ გამოიწვიეთ თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც?). ოპტიმისტი ადამიანები წევენ კარგ სამსახურს საკუთარი თავისთვის, როცა იაზრებენ უარყოფით მოვლენებს, როგორც დროებითს, გამოყოფენ მათ საერთო ფონიდან, რათა ისინი არ აისახოს მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზე. ისინი აანალიზებენ მიზეზებსა და ფაქტორებს, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულონ მომხდარში.

გამოიყენეთ დაძლევის ჯანსაღი მექანიზმები
შეეწინააღმდეგეთ საერთოდ მიღებულ სურვილს, წარუმატებლობის შემდეგ, მთელი საღამო გაატაროთ მოსაწყენად, ტელევიზორის ყურებაში. ასეთ დროს, თქვენ უნდა დაძლიოთ იზოლაციის სიყვარული. ჩაერთეთ აქტივობებში, რომლებშიც ჩადებთ რესურსებს, თქვენი ნეგატიური ემოციების სამართავად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ეს ითხოვს გაცილებით მეტ ძალისხმევას, თუმცა, დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ კარგად, დიდი დროის განმავლობაში. აქტიური დაძლევის მეთოდები შეიცავენ სოციალურ აქტივობებსა და მათ განხორციელების გზებს, ისინი იწვევენ ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინის გამოყოფას, მსგავსი ქმედებები გვეხმარება ადამიანებს ემოციების გაზიარებაში და სტრესთან გამკლავებაში. გარდა ამისა, რეგრესით გამოწვეული ნეგატიური ემოციების დასაძლევად, მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ხარჯვის შესაძლებლობა. სიუზან ფეფერქორნი – კარიერისა და ცხოვრების ტრენერი და Positive Workplace Partners-ის CEO, ამბობს, რომ მაღალია იმ ადამიანების პოზიტიური განწყობა და ცხოვრებით გამოწვეული სიამოვნება, რომლებიც დაკავებულები არიან შემოქმედებითი აქტივობებით. „განსაკუთრებით, იმედგაცრუების შემდეგ, კრეატიული აქტივობის გატარებას შეუძლია აღადგინოს საკუთარი თავის კონტროლის გრძნობა და გააფართოვოს თქვენი ხედვა პერსპექტივებთან დაკავშირებით.”

ისწავლეთ თქვენს შეცდომებზე
სხვა ჯანსაღი რამ, რაც შეიძლება რეგრესს შეუპირისპიროთ არის არეკვლა. ფეფერქორნი გვთავაზობს ვცადოთ ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება, რომლითაც თქვენ ფოკუსირდებით იმაზე, თუ რა ისწავლეთ და როგორ დაგეხმარებათ ეს გამოცდილება თქვენი კარიერის გაუმჯობესებაში და არა აფიქსიროთ გადატანილი მარცხი. „მარცხს შეუძლია დაგადარდიანოთ და გაგრძნობინოთ, რომ ხელიდან გაუშვით შესაძლებლობა. თუ თქვენ გადახვალთ იმის გააზრებასა და განსაზღვრაზე, თუ როგორ დაგეხმარებათ ეს შემდგომი ზრდის პროცესში, თქვენ შეგიძლიათ აზროვნების პროცესში მცირედ უგულვებელყოთ მარცხით გამოწვეული სირცხვილის მომენტი”- ამბობს ის. თქვენს შეცდომებს შეუძლიათ დაეხმარონ სხვებსაც, თქვენ გარშემო. აშ ნორტონი არის ინჟინერი ქიმიკოსი და Ash Norton Engineering Leadership-ის დამაარსებელი. ის ამბობს, რომ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა კარიერის განმავლობაში, თუმცა, მას არასდროს მიუცია შეცდომებისთვის უფლება უკან დაეხიათ ის. აში ამბობს, რომ მან დახარჯა შეგნებული ძალისხმევა მისი გარშემომყოფებისთვის მარცხის გასაზიარებლად, რაც დაეხმარა ორგანიზაციას განვითარებაში.



#აღმოაჩინე პარიზი!

ციფრული მარკეტინგის კონფერენცია – ციფრული რეალობა