in

3 შეცდომა, რომელსაც რეზიუმეს შედგენისას უნდა ერიდოთ

ალბათ, ახალი სამსახურის ძიებისას პირველი, რასაც აკეთებთ, რომელიღაც ფოლდერში გადანახული რეზიუმეს გახსნა და განახლებაა. თუმცა ხშირად ამას სათანადო ყურადღებას არ ვუთმობთ და პირდაპირ ვაგზავნით პოტენციურ დამსაქმებელთან, რასაც საბოლოოდ უარყოფით პასუხამდე მივყავართ.

მართალია, HR-ების უმეტესობა არ ამხელს შეფასების კრიტერიუმებს, მაგრამ მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანებს გასაუბრებაზეც არ იბარებენ. ამის გათვალისწინებით, განსაზღვრულია ნაბიჯები, რომელთა გათვალისწინებაც შეგიძლიათ, რათა წარუმატებლობა თავიდან აიცილოთ.

აი, რომელ სამ შეცდომას უნდა ერიდოთ:

1. მენეჯერის ვერ დარწმუნება, რომ სამუშაოს მიღება შეგიძლიათ

ბევრ მენეჯერს სურს ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებსაც რთულ სიტუაციებშიც შეუძლიათ მუშაობა. შესაძლოა, უფროსი მოულოდნელად ითხოვდეს „ჰარი პოტერის მფრინავ ცოცხს“, ახალმა თანამშრომელმა კი უნდა იყვიროს: „გეგმა მაქვს! ვიშოვი“. ცხადია, ეს გაბუქებული მაგალითია, მაგრამ რთულად შესასრულებელ დავალებებს იდეალურად აღწერს.

ამიტომაც ამოწმებენ რეზიუმეს, რათა გაარკვიონ:

  • სად მუშაობთ
  • თქვენი პოზიციები
  • რამდენად შესაბამისი გამოცდილება გაქვთ
  • რამდენად სტაბილური იყო თქვენი პოზიციები

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რეზიუმეებს სულ რაღაც 7 წამში კითხულობენ. ამ უმოკლეს დროში კი დამსაქმებლებს სურთ, იცოდნენ:

  • აქვს თუ არა განმცხადებელს საჭირო გამოცდილება
  • რამდენ ხანს შეგიძლიათ კონკრეტულ პოზიციაზე დარჩენა

ისეთი დეტალები, როგორებიცაა ყოფილ დამსაქმებლებთან ურთიერთობა და მუშაობის დაწყება/დასრულების თარიღები, თავდაპირველ შეხედულებას აყალიბებს. თუ იცით, რომ რეზიუმეს ეს კონკრეტული დეტალები აკლია, ნუ გაგიკვირდებათ HR-ისგან ნეგატიური პასუხის მიღება.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ რეზიუმე HR-ის ყურადღებას მიიპყრობს და აჩვენებს, რატომ ხართ კონკრეტული როლისთვის შესაფერისი კანდიდატი. შესაძლოა, გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდეთ, მაგრამ ხელმძღვანელმა სხვა როლისთვის შეგარჩიოთ.

2. როცა გრძელვადიან სტაბილურობას არ ავლენთ

იმის გათვალისწინებით, რამდენ ხანს აპირებთ ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობა, დამსაქმებელი ობიექტურად აფასებს, გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად ღირს თქვენთან თანამშრომლობა. შესაძლოა, ყველას მკაფიოდ არ აქვს მიზნები განსაზღვრული ან მოულოდნელად შეეცვალოს გეგმები… თუმცა სამსახურების სწრაფად შეცვლის შემთხვევაში, მომავალ პოტენციურ დამსაქმებელს უნდა აუხსნათ, რა იყო წამოსვლის მიზეზი. ასე ორივე მხარე შეძლებს მოლოდინების გარკვევას.

ხოლო თუ ამის საპირისპიროდ, ზედმეტად დიდხანს რჩებოდით ერთსა და იმავე პოზიციაზე, თავისი ნეგატიური მხარეები აქვს: მაგალითად, ლიდერი ფიქრობს, კომფორტის ზონად ხომ არ გექცათ რუტინული საქმის შესრულება; ან, რამდენად მოერგებით ახალ გუნდს.

3. წერის სუსტი შესაძლებლობები

დაბოლოს, კვლევა აჩვენებს, რომ ზოგადი გონებრივი უნარი (GMA) არის სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარების გამოვლენის საუკეთესო გზა. სამწუხაროდ, HR-ები ხშირად იღებენ გაუმართავად დაწერილ რეზიუმეებს, რაც ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

პირველ რიგში, შეამოწმეთ, რამდენად გამართულად გაქვთ აზრი ჩამოყალიბებული. ამისათვის სთხოვეთ ვინმეს, გადაიკითხოს თქვენი რეზიუმე და საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმაროთ. აქ იგულისხმება როგორც ბეჭდვითი, ისე გრამატიკული და სტილისტური შეცდომები.



საფარის ახალი დასახლებისთვის წყალს ჰაერის ტექნოლოგიით მიიღებენ

ანტარქტიდაზე 1550 კვადრატულ კილომეტრზე დიდი ყინული ჩამოიშალა!