24
Jan
2019

3 აუცილებელი თვისება წარმატების მისაღწევად

24 Jan 2019

რა არის საჭირო იმისთვის, რომ კარიერაში, დასახულ ყველა მიზანს მიაღწიოთ?! არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტისა და რამდენიმე წიგნის ავტორის, ანტონიო ნევესის აზრით, არსებობს სამი თვისება, რის გარეშეც წარმატება წარმოუდგენელია.

statiebi-bog
statiebi-bog

ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას საქმიანობს, ან რას გეგმავს მომავალში. მთავარია, 3 რამ გაითვალისწინოს:

„პირველი – აუცილებელია ძლიერი და ზუსტად განსაზღვრული მიზანი. ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე უნდა იცოდეთ, რას რისთვის აკეთებთ. როგორც კი რომელიმე დღეს არაფერი შეიცვლება, აუცილებლად დაუსვით საკუთრ თავს შეკითხვა „რატომ?“. თუ ზუსტი მიზანი გაქვთ, თავადვე გასცემთ პასუხს და კრიზისულ პერიოდს დაძლევთ“.

ანტონიო ნევესის აზრით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდური თამაში. თვლის, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და რამდენიმე წიგნის ავტორი, ჟურნალისტი ანტონიო ნევესი

„ცხოვრებაში დასახული მიზნის მისაღწევად, აუცილებელია, სხვებთან ერთად მუშაობა შეგეძლოთ. უნდა გქონდეთ უნარი, „მე“-სა და „ჩემი“-ს ნაცვლად, თქვათ „ჩვენ“ და „ჩვენი“. მხოლოდ საკუთარ თავზე საუბარი ხალხს ერთმანეთისგან აშორებს, ქმნის დისტანციას. სიტუაციის გართულება არავის სურს და ყველას მარტივ, კომუნიკაბელურ ადამიანთან ურჩევნია მუშაობა. ამიტომ, თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ“.

ანტონიო ნევესის აზრით, მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, განათლებისაკენ მუდმივი სწრაფვაა.

„ზოგჯერ, შესაძლოა, თავი იმედგაცრუებულად იგრძნოთ, რადგან, თურმე, რაღაც საკითხი არ გესმისთ, რაღაც არ გცოდნიათ. ამიტომ, მუდმივად მზად უნდა იყოთ სწავლისთვის. ახალი რესურსით უკეთ შეძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“.

წყარო: Inc.



განხილვა