in

როგორ გავხადოთ ციფრული ტრანსფორმაცია წარმატებული? — 3 ეტაპი

ციფრული ტრანსფორმაციების უმეტესობა მარცხით მთავრდება. წარუმატებლობის მაჩვენებელი 70%-დან 95%-მდეც კი მერყეობს. მიუხედავად ამისა, იგი კორპორატიული დღის წესრიგის სათავეში მაინც დგას და ეს პროცესი არც შენელებას აპირებს. Covid-19-მა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი დააჩქარა კიდეც. კვლევისას კი 3 ძირითადი მიზეზი გამოავლინეს, რის გამოც ტრანსფორმაცია წარუმატებელი ხდება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პირველი — როცა კომპანიები მიზნებს განსაზღვრავს, ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები აქვს, როგორც დროის, ისე შედეგის მასშტაბის თვალსაზრისით. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ჯადოსნური ჯოხის დაქნევას ჰგავს…

მეორე — აქ უკვე ცუდ შესრულებაზე უნდა ვისაუბროთ, რაც მოიცავს სათანადო მმართველობის არარსებობას, არასწორი საზომების გამოყენებას, პრიორიტეტის მინიჭებას ტექნოლოგიების დანერგვაზე და არა, მომხმარებლებზე.  

მესამე — და ყველაზე ნაკლებად დაფასებული, დაბრკოლება, რომელიც ძალიან საინტერესოცაა, ეს დაკავშირებულია ძველსა და ახალს შორის გადასვლის წარმართვისა და მართვის ტემპის საკითხებთან.

მოკლედ რომ ვთქვათ, ციფრული სწავლების ხაზიც არსებობს. სანამ სირბილს მოახერხებ, ჯერ უნდა იარო… ხოლო იმისათვის, რომ ციფრული ტრანსფორმაცია წარმატებული იყოს, ხელმძღვანელებმა იმ სწავლების ხაზის შესახებ უნდა იცოდნენ, რომელსაც 3 განსხვავებული ეტაპი აქვს.

ციფრული ტრანსფორმაციის 3 ეტაპი

ეს სამი ფაზა ორგანიზაციული სწავლების განსხვავებულ შესაძლებლობებს წარმოადგენს. პირველი ორი მოდერნიზაციასა და საწარმოს ტრანსფორმაციას ეხება. ამასთან, არსებული ბიზნესების შეცვლაზეა ფოკუსირებული. ბოლო ფაზა კი ახალი ბიზნესის შექმნასა და ღირებულების ახალი წყაროების აღმოჩენას ეხება. 

მოდერნიზაცია (ნაბიჯი პირველი) — ეს არსებული პროცესებისა და ფუნქციების გამარტივებასა და გაციფრულებას გულისხმობს. მომხმარებელთა გამოცდილებისთვის შეიძლება იყოს აპლიკაციების შექმნა ან ახალი სერვისების დანერგვა. ოპერაციებისთვის, პროდუქტების დაკავშირება და ძირითადი პროცესების გაციფრულება. ხოლო თანამშრომელთა გამოცდილებისთვის HR პროცესების ავტომატიზაცია ან დასაქმებულებისთვის თვითმომსახურების პორტალის უზრუნველყოფა.

თუმცა გარდაქმნის თუ არა ყველა ეს ციფრული პროგრამა ორგანიზაციას? მეტად სავარაუდოა, რომ არა… ეს ფაზა ხშირად არ არის დაფასებული, არც სერიოზულად უყურებენ, რაც ასე ნამდვილად არ უნდა იყოს. სახლის საფუძვლის მსგავსად, ის ორგანიზაციას ციფრულად უფრო ძლიერსა და ჭკვიანს ხდის. ეს სწრაფ შედეგებსაც უზრუნველყოფს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უფრო რთული ციფრული ინვესტიციები. გამოდის, შესანიშნავი შანსია ორგანიზაციებისთვის, რათა ციფრული შესაძლებლობები გააუმჯობესონ. 

საწარმოს ტრანსფორმაცია (ნაბიჯი მეორე) — კომპლექსური ჯვარედინი ღირებულების ჯაჭვის შეცვლის მცდელობაა, მაგალითად, საცალო ვაჭრობას სურს, ყველა ფიზიკურ და ციფრულ არხზე სრულად ინტეგრირებული მომხმარებლის გამოცდილება ჰქონდეს. ოპერაციებისთვის, ეს მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ან შეკვეთის ნაღდი ანგარიშსწორების პროცესების ავტომატიზაციისთვის ნივთების ინტერნეტის აპლიკაცია შეიძლება იყოს. თანამშრომელთა გამოცდილებისთვის კი მუშაობის სწრაფი მეთოდების ინსტიტუციონალიზაცია ან სწავლისა და ახალი უნარების დაუფლების კულტურის ჩამოყალიბება.

არის თუ არა ეს ტრანსფორმაციული ძალისხმევა? ამის დადასტურება თამამად შეგვიძლია. ზემოთ აღნიშნული საკითხები კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციათა წარმატებისთვის. 

მეორე ნაბიჯი ხშირად არსებული პროცესების გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული. ხოლო, როცა ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს, ეს ახალი ღირებულების შექმნის შესაძლებლობას ხსნის, მაგალითად ახალ მომხმარებლებამდე მისვლა ან ოპერაციების წარმართვისთვის ახალი ეფექტური გზების პოვნა. საკმაოდ კომპლექსურიცაა, მაგრამ ციფრული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია. 

ახალი ბიზნესის შექმნა (ნაბიჯი მესამე) — ეს უკვე არსებულის ზომის გაზრდასა და ახალი შემოსავლის ხაზების შექმნას ეხება. მომხმარებელთა გამოცდილების შემთხვევაში, ამან პროდუქტების გაყიდვიდან ახალი ბიზნეს მოდელის სერვისებამდე შეიძლება გადაინაცვლოს. ოპერაციების დროს, მონაცემების გამოყენებასა და ანალიზს ეხება, რათა ფრთხილად განვსაზღვროთ პროდუქტისა თუ სისტემების ოპერაციული შესრულება.

ნამდვილ ტრანსფორმაციას ჰგავს, რადგან გამოწვევის წინაშე აყენებენ არსებულ პროცესებს, სტრუქტურებსა თუ ორგანიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, მუშაობის ახალ გზებსაც მოითხოვენ. ლიდერობა კი არის გასაღები, რადგან იგი არსებული ოპერაციული მოდელებიდან ახლებზე გადასვლას ეხება. ხშირად ეს ფაზა ორგანიზაციებს დამკვიდრებული საზღვრების გადაწევისკენაც უბიძგებს, რაც ციფრული ტრანსფორმაციის მაღალ დონეს მოითხოვს. 

ხოლო თუ ციფრული ტრანსფორმაციისას ფოკუსირდებით იმაზე, რომ თითოეული ნაბიჯი სწორად გადადგათ, მაშინ, თქვენი წარმატების შანსებიც მეტად გაიზრდება. 

წყარო: HBR



ეს კამპანია ამტკიცებს, რომ 9 სიცოცხლე მხოლოდ კატებს არ აქვთ

Google-ის აპლიკაცია პერსონალური ინფორმაციის წაშლაში დაგეხმარებათ