10
Dec
2019

სტარტაპერები მე-3, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპოსთვის“ ემზადებიან

10 Dec 2019

სტარტაპ მარკეტი მორიგი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება – 14-15 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს უშუალოდ გააცნობენ და მათგან შეფასებებსაც ადგილზე მოისმენენ“.

სტარტაპ ექსპოს“ სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინ ჩატარდა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო გადაწყვიტეს, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად ექციათ. მეტიც, სწორმა სტრატეგიამ და სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნან „სტარტაპ ექსპოს“ წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა.

დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტივაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ ისინი გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სტარტაპერობისკენ. ასევე გამოიყოფა სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასვას თავისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიიღონ სასარგებლო პასუხები.

„სწორედ ასეთი ერთიანობა ქმნის „სტარტაპ ექსპოს“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე ერთიანდება და მას 10 000-მდე სტუმარი ესწრება“.

სტარტაპ მარკეტი“ მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომელსაც პროექტების მართვის კომპანია „ბეთერფლაი“ პარტნიორებთან ერთად უკვე მესამე წელია ახორციელებს. წლევანდელი ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები არიან „საქართველოს ბანკი“ და Glovo.

სტარტაპ მარკეტის“ მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც გააერთიანებდა ახალგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოაყალიბებდა.

„ბაზარზე „სტარტაპ მარკეტის“ გამოჩენამ თავიდანვე აღფრთოვანება გამოიწვია, დროთა განმავლობაში კი, მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას, ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა“.

[R]

განხილვა