in

3 მეცნიერული სტრატეგია ბედნიერების მისაღწევად

M2
M2

ბედნიერებისკენ სწრაფვა კაცობრიობის განუყოფელი ნაწილია — მთავარი მუხტი და მოტივაციაა, რაც მუდმივი მოქმედებისკენ გვიბიძგებს. მცირე თუ დიდი ბედნიერება კი აძლიერებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას. ბუნებრივია, ამგვარი მოცემულობა ცხოვრების ყველა სფეროზეც დადებითად აისახება, იქნება ეს პირადი ურთიერთობები და თუ კარიერა.

მართალია, ბედნიერების გაზრდის უამრავი გზა არსებობს, რაც ძირითადად ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული, მაგრამ მეცნიერებმა გარკვეული სტრატეგიაც შეიმუშავეს:

1. დაგეგმეთ შესვენების დრო

ტექნოლოგიურმა განვითარებამ უზარმაზარი კომფორტი მოგვიტანა ყოველდღიურობაში და ცხოვრებაც მეტად გაგვიმარტივა… უბრალოდ, მედლის მეორე მხარეს რომ შევხედოთ, მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მაგალითად, კვლევების მიხედვით, ადამიანებს მოთხოვნილება გაუჩნდათ, მუდმივად ხაზზე იყვნენ და თანაბარი პროდუქტიულობა შეინარჩუნონ. ერთი მხრივ, პერფექციონიზმს ჰგავს, მაგრამ ტვინის დიდი ზიანი ადგება მსგავსი დამოკიდებულებით — ზედმეტ სტიმულაციას განიცდის, რაც ყურადღების კონცენტრაციაშიც გვიშლის ხელს.

ამის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა გვესმოდეს დასვენებისა და განტვირთვის მნიშვნელობა. ეს მხოლოდ დადებითად იმოქმედებს პროდუქტიულობასა და ჩვენს შესაძლებლობებზე. მეცნიერების თქმით, ყოველ 80-120 წუთში 10-წუთიანი შესვენება კარგად აისახება ტვინზე.

2. გაცემა, როგორც საკუთარი თავის დაჯილდოება

ფილანთროპებისთვის ნაცნობ ამბავს გაგიზიარებთ — როგორც ჩანს, ადამიანების დიდი ნაწილი ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ განიცდის, როცა სხვებისთვის რაიმეს გასცემს. ბედნიერებისა და განვითარების საერთაშორისო ჟურნალში (IJHD) გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაცემის ემოციური ჯილდო დიდი ძალის მატარებელია.

ე. წ. „სოციალური გაცემა“ ადამიანებს უფრო ბედნიერს ხდის. მოკლედ, სოციალური კავშირი, რომელიც დაკავშირებულია გაცემასთან, მჩუქებელს აძლევს უდიდეს ფსიქოლოგიურ სარგებელს და აძლიერებს ბედნიერებას.

3. მიმართეთ გონება ოპტიმიზმისკენ

რატომაა ცვლილება ასე რთული? რადგან შეიძლება ნეგატიურ წარმოდგენებთან ასოცირდებოდეს. თუ იცით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, პირველ რიგში პოზიტიური განწყობის შენარჩუნება უნდა შეძლოთ — ცვლილება შესაძლებლობად დაინახეთ და მეტი სიხარულით მიიღეთ ახალი შანსები.

ეჭვგარეშეა, რომ სტრესულ პერიოდში ვცხოვრობთ, მაგრამ ოპტიმიზმის შენარჩუნება მხოლოდ დადებითად აისახება აწმყოსა და მომავალზე. შონ აჩორი, ჰარვარდის ბედნიერების მკვლევარი და The Happiness Advantage-ის ბესტსელერი ავტორი, ყოველდღიურ აქტივობას გვიზიარებს, რათა ოპტიმიზმი წესად ვაქციოთ: ყოველ დილით დაწერეთ პოზიტიური ელ.წერილი ან კომპლიმენტი უთხარით კოლეგას, მეგობარს, მომხმარებელს… გააკეთეთ ეს 21 დღის განმავლობაში, ყოველდღე სხვადასხვა ადამიანისთვის.

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“

Galaxy AI აქ არის! – Samsung Galaxy S24 სერიის სმარტფონები უკვე ალტაში