9
Aug
2019

3 რამ, რაც უნდა ასწავლოთ ბავშვებს ბიზნესის შესახებ

9 Aug 2019

ბიზნესი ის სფეროა, რომელიც თითქმის ყველაფერშია. მართლაც, მისი ფართო სპექტრი ყველაფერს მოიცავს – ყოველდღიური ურთიერთობებიდან დაწყებული მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებით დამთავრებული. არაფერია ისე მნიშვნელოვანი აქ, როგორც სწორი აზროვნება. ამგვარი აზროვნება კი დროსა და გამოცდილების შედეგად ყალიბდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ის, თუ როგორ მიმართულებას მივცემთ ჩვენი შვილების აზროვნებას ადრიდანვე, დიდ წილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იმოქმედებენ ისინი მომავალში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

3 რამ, რაც უნდა ასწავლოთ ბავშვებს ბიზნესის შესახებ:

როგორ უნდა გამოვყოთ კონკრეტული დრო საკითხისთვის ისე, რომ არ გადავაცილოთ ამ დროს

მშობლებისთვის ე.წ “გამოყოფილი დრო” საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუნდაც, დაუწესოთ ბავშვებს ლიმიტი, თუ რამდენი ხანი შეძლებენ ისინი ნეტფლიქსის ყურებას, საკმაოდ დიდი სირთულეა. ბავშვის გონება იმგვარადაა მოწყობილი, რომ იგი ვერ ხვდება, რატომ უნდა დადოს თავისი iPad და უფრო შემეცნებით საქმიანობაში ჩაერთოს, თუნდაც როგორიცაა კითხვა, ზოგადად მეცადინეობა ან სულაც ფიქრი.. შემეცნება კი ისაა, რაც მოზარდის გონების განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენს შვილს ეტყვით, რომ უბრალოდ გამორთოს ტელეფონი ან კომპიუტერი და სხვა რამის კეთება დაიწყოს, აუხსენით, რატომაა ეს საჭირო. ნუ შემოიფარგლებით ზოგადი ფრაზებით. აუცილებელია, ბავშვებს აუხსნათ, რამდენად საჭიროა, დროის კონკრეტულ პერიოდებად დაყოფა და კონკრეტული საკითხისთვის კონკრეტული დროის დათმობა.

მსგავსი მიდგომა ხომ ბიზნესისთვისაც დამახასიათებელია. ერთ საქმეზე დროის დიდი პერიოდის დახარჯვა არაეფექტური მიდგომაა. მით უმეტეს, თუ რიგში საკმაოდ პრიორიტეტული საკითხები დგანან. ყველაფერი ეს ხელს გვიშლის, ავითვისოთ ჩვენ მიერ გასაკეთებელი საქმე და დრო ნაყოფიერად მოვიხმაროთ.

დროის მენეჯმენტი

რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მათი გრაფიკი უფრო და უფრო დატვირთული ხდება. სასკოლო პროექტები, სკოლის შემდგომი აქტივობები, მეგობრების მონახულება და ა.შ და რაც უფრო მეტ საქმიანობას ეწევიან ისინი, მით უფრო რთულია, თითოეული მათგანი ხარისხიანად გაკეთდეს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ ბავშვებმა ისწავლონ დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების მიხედვით განსაზღვრონ, თუ რომელ საკითხზე რა დროს დახარჯავენ.

თუმცა, აქაც გასათვალისწინებელია, როგორი ფორმით მიაწვდით ბავშვებს იმას, თუ რა უფრო პრიორიტეტულია მათ ცხოვრებაში. აქ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მშობლებს ყოველთვის სურთ, რომ თავიანთი შვილები პირველ რიგში სასკოლო საქმიანობას/სამეცადინოს მორჩნენ და მერე მიხედონ ყველა სხვა დანარჩენს. მუდმივად ამაზე აქცენტის გაკეთებას კი, ალბათ, იმ ბიზნესმენებამდე მივყავართ, რომლებიც დღესდღეობით “გადამწვარი” არიან და ოჯახსა და განტვირთვას დროს თითქმის აღარ უთმობენ. დიახ, საქმისადმი ამგვარი მიდგომა სწორედ აქამდე მიგვიყვანს. რეალურად კი, ბევრ შემთხვევაში, ოჯახთან გატარებული დრო ყველაზე ნაყოფიერია ხოლმე მოზარდთათვის.

დაუთმეთ დრო შემოქმედებას

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ასწავლოთ თქვენს შვილებს ბიზნეს სამყაროს შესახებ არის ის, თუ როგორ იყვნენ შემოქმედებითები ამ სფეროში. ყველა ბიზნესს სჭირდება ე.წ “კრეატივი”, ბიზნესმენს სჭირდება ხედვა, რომლის მეშვეობითაც შემოქმედებითად გაუძღვება თავის საქმიანობას. უამრავი წესი არსებობს, თუ როგორ უნდა გახდეს ბიზნესი წარმატებული, მაგრამ ხომ ყველა ბიზნესი უნიკალურია, ყველა მათგანს თავისი ნიშა სჭირდება, რაც თავისთავად გულისხმობს კრეატიულ მიდგომებს.

ეცადეთ, ადრიდანვე დაეხმაროთ ბავშვებს, გააცნობიერონ შემოქმედების არსი და ის, რომ ნებისმიერ საქმეს ამგვარად მიდგომა სჭირდება. მოიყვანეთ მათთან ამგვარი მაგალითები, ხშირად ისაუბრეთ ამაზე ოჯახური შეკრებების დროს. თუნდაც თქვენი შვილი არ გახდეს მომავალში ბიზნესმენი, ბიზნესის უნარები ისაა, რაც ყოველთვის ყველგან გამოადგებათ.

წყარო: Inc



განხილვა