in

3 რჩევა, თუ როგორ უნდა იკონტაქტოთ თქვენი გუნდის წევრებთან კრიზისის პერიოდში

ყველა ლიდერმა იცის, რომ კრიზისის დროს კომუნიკაცია გადამწყვეტია. როდესაც ლიდერები თანამშრომლებთან კომუნიკაციისას იყენებენ სისწრაფეს, გამჭვირვალობასა და თანაგრძნობას, ეს ეხმარება ხალხს ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებად პირობებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კრიზისებს წარმოქმნიან. გადაუდებელი ტონი მოუწოდებს ხალხს, სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები ზიანის შესამსუბუქებლად. გამჭვირვალობა აყალიბებს ნდობას ლიდერებთან და, ამავდროულად, ეს თანამშრომლებისადმი პატივისცემასაც გამოხატავს. ლიდერის მხრიდან გუნდის წევრებთან თანაგრძნობის გამოხატვასა და იმედის მიცემა წამოჭრილ გამოწვევებთან გამკლავებას შესაძლებელს ხდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმისათვის, რათა უფრო დეტალურად მიხვდეთ, თუ რა იგულისხმება ზემოთ მოცემული ნარატივის მიღმა, წარმოგიდგენთ 3 რჩევას, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ უნდა იკონტაქტონ ლიდერებმა თანამშრომლებთან კრიზისის პერიოდში:

იკონტაქტეთ ხშირად

ლიდერთა უმრავლესობას თანამშრომლებთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო ხშირად სჭირდებათ, ვიდრე კონტაქტობენ. ხშირი კომუნიკაცია ამცირებს შიშს და გაურკვევლობას და უზრუნველყოფს იმას, რომ თანამშრომლებმა სწორად გაიგონ ლიდერის მოწოდება/შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ამ შენიშვნებისა და რჩევების ხშირი გამეორებისგან შეიძლება, დაიღალონ, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ გუნდის წევრების მიერ ამ შეტყობინებების რამდენჯერმე მოსმენა აუცილებელია. თანამშრომლებიც იმავენაირად განიცდიან კრიზისს, როგორც ლიდერები და თუ ისინი ხშირ კომუნიკაციას საჭიროებენ, აუცილებლად უნდა მიიღონ ეს. ასეთ დროს ხომ ხშირად იმატებს დაბნეულობა და გაურკვევლობა, რაც ერთგვარად დაბლა წევს საქმის კეთების მოტივაციას. ამიტომაც, უფროსებმა უნდა გააცნობიერონ კომუნიკაციის მნიშვნელობა და გუნდის წევრებს უსაფრთხოების განცდა გაუჩინონ.

დაეხმარეთ გუნდის წევრებს სახლიდან ეფექტურად მუშაობაში

თანამშრომლები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ დარჩნენ პროდუქტიულები და წარმატებულები სახლიდან მუშაობის პერიოდში, უზრუნველყოფენ ორგანიზაციის წარმატებულ პასუხს კრიზისზე.

თუკი კომპანიას სურს, შეინარჩუნოს პროდუქტიულობა, ხშირ შემთხვევაში, მან უნდა ჩადოს ინვესტიცია სახლიდან მუშაობისთვის აუცილებელ მოწყობილობებში. ბევრისთვის ოფისში არსებული მოწყობილობები საერთოა, რაც ხშირად პროდუქტიულობის შემცირებას იწვევს.

გარდა ამისა, მენეჯერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ თანამშრომლების სახლში არსებული პირობებიც, რომლებიც ხშირად ხელს უშლის მათ, ვიდეოზარით ისაუბრონ და დაესწრონ რამდენიმესაათიან შეხვედრებს. ამიტომაც, თუკი მათ ეს არ გამოსდით, ლიდერებმა უნდა ცადონ თუნდაც სატელეფონო ზარები ან მიმოწერა – აქ მათ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ გუნდის წევრების თხოვნები.

შექმენით სამომავლო გეგმა

იმ კრიზისის პერიოდში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, გასაკვირი არაა, რომ თანამშრომლები დამწუხრებულები არიან თავიანთი კარიერის მომავლის შესახებ. ამიტომაც, როდესაც თანამშრომლებთან საუბრობთ, აუცილებლად შეატყობინეთ მათ, თუ რას აპირებთ მომავალში. გაუზიარეთ სტრატეგია და გეგმა, რომლითაც აპირებთ, კომპანიის სამომავლოდ წარმართვას. და არ დაგავიწყდეთ იმ თანამშრომლების დაფასება, რომლებმაც ძალიან დიდი გზა გამოიარეს კომპანიის წარმატების ასაშენებლად.

იმის გათვალისწინებით, თუ რა სწრაფად და მკვეთრად შეცვალა პანდემიამ ადამიანების პირადი და კარიერული ცხოვრება და ასევე იმ გაურკვევლობების გათვალისწინებითაც, რომლებიც ამ კრიზისს მოჰყვა, ადამიანები თავიანთ ლიდერებში ამჟამად ყველაზე მეტად მხარდაჭერას ეძებენ. როგორც ლიდერი, რას იტყვით და რას მოიმოქმედებთ, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ იმუშავებენ თქვენი გუნდის წევრები და, საბოლოო ჯამში, როგორ იმუშავებს მთლიანი ორგანიზაცია.

წყარო: HBR



საბავშვო წიგნები „შენია“ თურქეთის ბაზარზე გავიდა

ჭიქა ჩაით მორთმეული ლიტერატურული პერსონაჟები და მწერლები – ნიკა ბარბაქაძის ნამუშევრები