in

3 ტოპ ინდუსტრია, რომლის აქციებიც ბაზარზე ფასის ვარდნისთანავე უნდა შეიძინოთ

istoriebi
istoriebi

ინვესტირებას კალათბურთთან ერთი საერთო აქვს – თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, ისე შეიძლება შეიცვალოს მოცემულობა. თუმცა, რამდენ აქციასაც არ უნდა უყურებდეთ და რამდენი ხანიც არ უნდა გრძელდებოდეს ეს ყველაფერი, უკეთესი შესაძლებლობის მოლოდინში, თქვენს ფულს ნამდვილად არ დაკარგავთ.

ამიტომ, ინვესტორები, ხშირად, ისეთი აქციების სიასაც ადგენენ, რომლებზეც დაკვირვება ნამდვილად ღირს. თუ ეს საკითხი, გაინტერესებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევა – ჩაატარეთ წინასწარი კვლევა და ისე გადაწყვიტეთ, რომელი კომპანიის აქციებს შეიძენდით, თქვენთვის ხელმისაწვდომი ღირებულება რომ ჰქონოდა. შემდეგ კი, შეგიძლიათ, დაელოდოთ მომენტს, როდესაც ამ ბიზნესის ფასიან ქაღალდებს ბაზარზე დაბალი ფასი ექნება. ასე ბევრად ეფექტურად იმოქმედებთ – გეცოდინებათ, რას და რა ფასად ყიდულობთ და როგორც კი ფინანსურად თქვენთვის მოგებიანი მომენტი დადგება, მაშინვე შეიძენთ აქციებს.

და მაინც, რომელი კომპანიები შეიძლება განიხილოთ თქვენი სიის შემადგენლობაში?  მართალია, ჩვენს რუბრიკაში, ინვესტირების ბევრ, სხვადასხვანაირ საშუალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა, ამ თემას აქამდე არ შევხებივართ. ამიტომ, ახლა, იმ ინდუსტრიებისა და კომპანიების სამეულს გაგაცნობთ, რომელთა აქციების შეძენაც, ბაზარზე ფასის ვარდნის შემთხვევაში, ნამდვილად ღირს:

1. ტექნოლოგიური კომპანიები

ასეთ ბიზნესებს შორის, ყველაზე გამორჩეულია  Microsoft (NASDAQ:MSFT), რომელიც, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, დღეს, პლანეტის უმსხვილესი კომპანიაა. ბრენდმა ეს სტატუსი ათწლეულების მანძილზე, ზრდისა და განვითარებით, ასევე, შემოსავლების გასაუმჯობესებლად, გამოწერის სისტემის დანერგვით მოიპოვა. თუმცა, როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს Microsoft, კომპანიას ხშირად აქვს პრობლემები Law of large numbers (LLN)-ის (ერთი და იგივე ექსპერიმენტის მრავალჯერ ჩატარება) გამო.

დღეს, Microsoft-ის ვაჭრობა 10-ჯერ და მეტჯერ აჭარბებს 2023 წლისათვის ნავარაუდევ მოგებას და დაახლოებით, 32-ჯერ აღემატება მოსალოდნელ შემოსავლებს. ასეთი მოცემულობა, შესაძლოა, დამაკმაყოფილებელი იყოს სწრაფად მზარდი კომპანიისთვის, მაგრამ არა – გიგანტური ბრენდისთვის. ამ მონაცემების მიხედვით, ჩათვალეთ, რომ Microsoft-ის ახალ წლიურ შემოსავალს $2 მილიარდი უნდა დაემატოს, არსებული გაყიდვების დანაკარგის გარეშე. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მაჩვენებლები 1 პროცენტული პუნქტით გაზარდოს.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არც შეუძლებელია და არც გამორიცხული, Microsoft-მა შეინარჩუნოს ზრდა, თუმცა, მასშტაბურობის მატებასთან ერთად, ეს სულ უფრო და უფრო გართულდება.

ასეთი გამოწვევების მიუხედავად, Microsoft მაინც ძალიან ბევრი კომპონენტით სწორად მიდის – აქვს სოლიდური ბალანსი (მეტი ნაღდი ფული, ვიდრე – ვალი), ძლიერი საბაზრო პოზიცია  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად ნერგავს ინოვაციებს.

2. ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესი, ნაკლებად ხელსაყრელ ინდუსტრიაში

მოგვწონს თუ არა, ნავთობი და ბუნებრივი აირი ენერგიის უმსხვილესი წყაროა, ბევრ ქვეყანაში. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ეს ტენდენცია კიდევ ათწლეულების მანძილზე გაგრძელდება.

აქედან გამომდინარე, თუნდაც, საშუალო რგოლის ენერგო კომპანიების მიმართ ყურადღება იზრდება. ასეთი ბიზნესები ორიენტირებულები არიან ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის  წარმოების ადგილიდან, გადამუშავებისა და გამოყენების ადგილამდე გადაზიდვებით. ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა Kinder Morgan (NYSE:KMI).

სამომავლოდ, მწვანე ენერგიას კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტრადიციული წყაროების მოხმარება საერთოდ შეწყდება, ან კიდევ წლების მანძილზე, ნაწილობრივ მაინც, არ გაგრძელდება.

Kinder Morgan-ის მაგალითი ამის საუკეთესო დემონსტრირებაა. მართალია, კომპანია, სიმძლავრის გაფართოების მცდელობის გამო დაზარალდა და მოუწია, მილსადენი Trans Mountain-ის კანადის მთავრობისათვის გადაეცა, მაგრამ ინდუსტრიაში მაინც ტიტან კომპანიად რჩება, თან ისე, რომ დივიდენდების საკმაოდ კომფორტული სისტემით, საიმედო ფულადი ნაკადების გენერატორად ითვლება.

ამიტომ, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი აქციებისთვის თვალის დევნება და შემდგომ, ხელსაყრელ მომენტში, აქ ფულის დაბანდებაზე ფიქრი ნამდვილად ღირს.

3. მონაცემთა შენახვის წამყვანი კომპანიები, რომელთა აქციებიც ძალიან სწრაფად გაიზარდა

Extra Space Storage (NYSE:EXR) მონაცემთა შენახვის (თვითშენახვის) ბიზნესში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა. ეს საოცრად მარტივი ბიზნესია, სადაც კომპანია უზრუნველყოფს უძრავ ქონებას, ჩასაკეტ კარადებს, საბაზისო უსაფრთხოებას გარკვეულ კლიმატ-კონტროლს. მომხმარებლები, ამ შესანახ ადგილებში, თავიანთი ნივთების ინახავენ. სანაცვლოდ კი, კომპანიას გარკვეულ თანხას უხდიან. ამიტომ, თუნდაც ჩვენ მიერ ხსენებული Extra Space Storage, შემოსავლის სახით, საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს.

ინვესტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო Extra Space Storage იმით არის, რომ ეს გახლავთ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი (REIT). ამიტომ, ვალდებულია, მოგების 90%, დივიდენდის სახით, აქციონერებს გადაუხადოს.

საბოლოო ჯმაში, ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, კომპანიის წარმატებით საკმაოდ დიდი მოგება ნახონ. თუმცა, ამ დივიდენდში იჩენს თავის Extra Space Storage-ის მთავარი გამოწვევა –  ეს არის მიმდინარე შემოსავალი 2.5%, რაც მიანიშნებს, რომ მისი აქციები, თითქმის, გაორმაგდა ბოლო წლის განმავლობაში. შესაბამისად, შემცირდა ჩადებულ თანხაზე მოგება და ძალიან დაბალი პროცენტი შეადგინა.

ეს ნიშნავს, რომ როგორი შესანიშნავიც არ უნდა იყოს კომპანია Extra Space Storage, ამ ეტაპზე, ცოტა რთული და სარისკოა მის აქციებში ახალი ფულის ჩადება. თუმცა, ნამდვილად ღირს დაკვირვება და თუ ბაზარი, დაინტერესებულ პირებს, დაბალ ფასებს შესთავაზებს, შესაძლოა, ეს იყოს სიგნალი ინვესტირებაზე.

მომავალში რომ წარმატებას მიაღწიო, მზადება ახლა უნდა დაიწყო 

ახლა ძალიანაც რომ გიჭირდეთ ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირება, ბაზარზე არსებული ვითარებისა და აქციების საბაზრო ფასის გამო, მაინც მნიშვნელოვანია თქვენთვის გააკეთოთ სია, რომელი კომპანიის აქციების შეძენასაც ისურვებდით, მეტნაკლებად რეალურ და რაც მთავარია, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. არავინ იცის, რა მომენტში დაეცემა ფასები. ამიტომ, აბსოლუტურად მომზადებული უნდა დახვდეთ იმ რეალობას. ასე, საჭირო მომენტში, უფრო მარტივად და სწრაფად შეძლებთ მოქმედებას.

ასე რომ, ახლავე დაიწყეთ მზადება და როცა ბაზარი საშუალებას მოგცემთ, ყოველ ჯერზე, წინასწარ შემუშავებული გეგმით იმოქმედეთ.

თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ რისკებისა და ბენეფიტების გაანალიზება და არჩევანის გაკეთებისას, თქვენი საჭიროებების თუ ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება.

 


ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.

 

Kraken-ის ნამუშევარი Epica Awards-ის შორთლისთშია!

ამბავი კომპანიაზე, რომელიც პირველ ტელეფონთან ერთად დაიბადა