ბრენდებს რომ ძალიან სურთ თაობა ზეტის მოხიბვლა, ეს ფაქტია. ამიტომ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ და იმ 3 ტრენდზე მოგიყვებით, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ დაამყარებენ ურთიერთობას მარკეტერები თაობა ზეტის წარმომადგენლებთან 2024 წელს:
1. თაობა ზეტი არ დაგუგლავს
ცოტა ხნის წინ Jungle Scout-მა კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თაობა ზეტი რაღაცების მოსაძებნად Amazon-ს, TikTok-სა და YouTube-ს მიმართავს, ნაცვლად იმისა, რომ ისეთი ტრადიციული პლატფორმები გამოიყენოს, როგორიც გუგლია… აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 12 თვეში ინსტაგრამსა და ტიკტოკს არაერთი ძიების რეკლამირების პროდუქტი დაემატა. შესაბამისად, ეს საკითხი მარკეტერებისთვის წელს უფრო პრიორიტეტული გახდება.
საინტერესოა, რას გვეუბნება TikTok-ის What’s Next Trend Report 2024-იც, რომელიც პლატფორმის საზოგადოების ქცევას შეისწავლის. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა აუდიტორია მეტად ცნობისმოყვარეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალი გამოცდილებების მიღებასა და თემებს შეეხება — TikTok-ის 44% პლატფორმას რაღაც მიზნით მიმართავს, მაგრამ საბოლოოდ იმას პოულობენ, რასაც ნაკლებად მოელოდნენ; იქნება ეს ახალი პროდუქტები, ხრიკები, რეცეპტები თუ სხვა რამ.
აღნიშნული ტრენდი გვეუბნება, რომ ბრენდებს აქვთ შესაძლებლობა, გამოჩნდნენ თაობა ზეტის წარმომადგენლების მთავარ გვერდზე და მიიპყრონ მათი ყურადღება მოგზაურობის დასაწყისში…
2. მოდა, სილამაზე და თვითგამოხატვა მეტად უცნაური და მშვენიერი გახდება
იცოდით, რომ Gen Z პინტერესტის 482 მილიონი აქტიური მომხმარებლის 40%-ს შეადგენდა? შესაბამისად, სწორედ Pinterest’s 2024 Not Yet Trending-ის მოხსენება გვაცნობს, რომ სილამაზის ინდუსტრიაში თაობა ზეტი იმაზე უცნაური და მშვენიერი იქნება, ვიდრე გასულ წელს. თუ შარშან ვარდისფერები იყო მოდაში, ახლა ლურჯი მაკიაჟი ბრუნდება – 2024 წელს თაობა ზეტისა და მილენიალების წარმომადგენლები იპოვიან ახალ გზებს, რათა 60-იანი წლების ეს ელემენტი თავიანთ რუტინაში ჩართონ. მოელიან, რომ ისეთი ძიებები, როგორებიცაა Blue eyeshadow aesthetic და Aqua makeup look მნიშვნელოვნად გაიზრდება.
თაობა ზეტის წარმომადგენლები ისეთ სტილს მიანიჭებენ უპირატესობას, როგორიცაა fluffy hair და სკულპტურული სამკაულები, მაგალითისთვის ბოლო დროს „მსხვილი რგოლების“ ძიება 45%-ით გაიზარდა. ხოლო მამრობით სქესში ხელოვნურად დახვეული თმების ძიების მოთხოვნები — 50%-ით… რაც შეეხება ჩაცმის სტილს, Grandpacore-ის სახელით გვაცნობენ, რაც მოიცავს რეტრო ქუჩის სტილს, მოსაცმელებსა და პერსონალიზებულ ტანსაცმელებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ წელს უფრო მეტად მაქსიმალიზმი და გართობა მიიზიდავთ.
„ახალგაზრდა მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტის მიღება სურთ ყოველდღიური ცხოვრებიდან. მათ უნდათ, ყოველდღიურობა რაღაც განსაკუთრებულად აქციონ, მოცულნი იყვნენ ესთეტიკით, რომელიც გააბედნიერებთ. ის, რაც ჩვენს პლატფორმაზე ყველას აკავშირებს, სურვილია, შექმნან ისეთი ცხოვრება, რომელიც მოეწონებათ — იქნება ეს ჩაცმულობის, სახლის დიზაინისა თუ მოგზაურობების კუთხით. მათ ყველა მომენტისგან მაქსიმუმის მიღება სურთ“, — აცხადებს სარა პოლაკი, პინტერესტიდან.
3. თაობა ზეტი თავისი ღირებულებების შესაბამის ბრენდებს მიანიჭებს უპირატესობას
1997-2012 წლებში დაბადებული ადამიანები, ანუ Gen Z ჯერჯერობით ყველაზე დიდ თაობას წარმოადგენს, რომელიც 2025 წელს გლობალური სამუშაო ძალის 27%-საც შეადგენს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას… თუმცა ამას გარდა, მათთვის მნიშვნელოვანი წელს ისეთი თემებია, როგორებიცაა თანასწორობა და მდგრადობა, რადგან ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რომელ პროდუქტებს შეიძენენ, რას ჩაიცვამენ და რა ნივთებს გამოიყენებენ.
Edelman-ის თანახმად, თაობა ზეტის 73% ყიდულობს ან იმ ბრენდის მხარდამჭერი ხდება, რომელიც თავისივე ღირებულებებისა და რწმენების შესაბამისია. ამიტომ, მათი დაინტერესების თვალსაზრისით, ბრენდებს არსებული გამოცდილებების გაუმჯობესებამ იმაზე მეტი შეიძლება მოუტანოს, ვიდრე ნებისმიერმა ვირუსულმა კონტენტმა.