in

3 „ტყუილი“, რომლებიც კარგმა ლიდერმა უნდა უარყოს

მზად ხართ შეწყვიტოთ პატარა ტყუილების დაჯერება, რომლებიც თავს კომფორტულად და დაცულად გაგრძნობინებთ? თუ გსურთ კარგი ლიდერი გახდეთ, მაშინ ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ უნდა გადადგათ. სიმართლისთვის თვალის გასწორება თქვენი, როგორც ლიდერის დიდებული კარიერის გასაღებია და გუნდიც, რომელსაც ხელმღვანელობთ, უდიდეს წარმატებებს მიაღწევს.

ჩამოვთვლით სამ პატარა ტყუილს, რომლებზეც უარი უნდა თქვათ.

ლიდერები სუპერგმირები არიან

ლიდერები ძალიან ხშირად ფიქრობენ, რომ კონკრეტული პროექტი ისე უნდა გადაარჩინონ, როგორც ბეტმენმა იხსნა ქალაქი გოთემი. პრობლემა კი ის არის, რომ Gothem City არასდროს სწავლობს თავის გადარჩენას სუპერგმირის გარეშე. იგივე პრინციპი მოქმედებს ორგანიზაციის ლიდერების შემთხვევაშიც. თუ ხელში მუდამ ჯადოსნური ჯოხის დაჭერას ცდილობთ, უფრთხილდებით თანამშრომლებს და არიდებთ ზედმეტ დატვირთვას, როგორ ისწავლიან, გაიზრდებიან და განავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს? როგორ გაიგებთ, შეუძლიათ თუ არა პრობლემებთან სათანადოდ გამკლავება?

რა არის ალტერნატივა? თუ სუპერგმირების შესახებ მარველის კომიქსებს კითხულობთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ყოველ მათგანში არის განვითარებადი გმირის იდეა, რომელსაც გააჩნია ნაკლოვანებები და საკუთარი თავის აღმოსაჩენად მუდმივად მოძრაობს. მათ არ აქვთ პასუხი ყველა კითხვაზე, ყოველთვის არ შეუძლიათ ვინმე გადაარჩინონ, მაგრამ აკეთებენ იმას, რაც კარგად გამოსდით მოცემული მომენტისთვის. 

ზემოთ დახასიათებული პერსონაჟის მსგავსად, ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი ნაკლოვანებები, არასრულყოფილება და მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის. 

ყველაფერი შენთვის და შენ გარშემო ხდება

ხანდახან საკუთარი ეგო ხელს გვიშლის დავინახოთ რეალობა. ჩვენ მოვლენების პერსონალიზაციას ვახდენთ და მივიჩნევთ, რომ ყველას ყურადღების ღირსი და მოქმედების სამიზნე ვართ. ასეთი ფიქრები ძალიან დიდ მოლოდინს გვიქმნის. უფრო მეტიც, სიმართლისგანაც გვაშორებს და ძალიან ვბრაზდებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ კონკრეტული მოვლენის ეპიცენტრში არ ვიმყოფებით.

თუ გვსურს ვიყოთ საუკეთესოები, საკუთარ ეგოს უნდა მოვერიოთ, რადგან, რეალურად, ჩვენ არ ვართ სამყაროს ცენტრი. ამას რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, მით უფრო გაგვიმარტივდება საკუთარი თავის შეცნობა და კარგ ლიდერად ჩამოყალიბება. 

თუ მართალი არ ხარ, ცუდია

თქვენ იცით, რომ უნდა გაუმკლავდეთ ლიდერობის გამოწვევებს და შესაძლებლობებს. უკვე სცადეთ ლიდერობის ყველა ტრადიციული გზა და გადაიღალეთ, სტრესსა და იმედგაცრუებას გრძნობთ, რადგან თითქოს არაფერი იცვლება უკეთესობისკენ. ამასთანავე მეტის გაკეთებას გთხოვენ ბევრად მცირე რესურსით: ნაკლები დრო, ნაკლები ფინანსები და ნაკლები მხარდაჭერა. დაიღალეთ თქვენც და თქვენი გუნდის წევრებიც. რაც ადრე მუშაობდა ახლა უშედეგოა. გჭირდებათ ახალი მიდგომა, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერს თქვენი გამოცდილების ხარჯზე უნდა გაუმკლავდეთ.

ამიტომაც, ლიდერებს სჭირდებათ იდეების ეკოსისტემა და ექსპერიმენტული აზროვნება, რათა მუშაობის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ჩვენი ქმედებებისა და მათი გავლენის ასახვისა და შეფასების პრაქტიკა ნიშნავს, რომ ვსწავლობთ წინსვლას, ვაფართოვებთ გამოცდილებას და ვიღრმავებთ ცოდნას. 

ამ ყველაფერს ჩვენი კომფორტის ზონის ფარგლებში ვერ მოვერევით და მუდამ სწორ გადაწყვეტილებებსაც ვერ მივიღებთ. ეს ნორმალურია. შესაძლოა, ის სტრატეგია, რომელიც ავირჩიეთ, საბოლოოდ სასარგებლო არ აღმოჩნდა, მაგრამ ცდა არასდროს არის არასწორი.

პატარა ტყუილებზე უარის თქმა წინსვლის მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგმა ლიდერმა იცის, რომ ყველაფერზე პასუხი ვერ ექნება, იცის, რომ სამყაროს ცენტრი არ არის. ამის გაცნობიერების შემდეგ კი, ხსნიან შესაძლებლობების ფანჯარას თავიანთი გუნდის წევრებისთვის.

კოსმოსის მოყვარულმა 1600 ეგზოპლანეტა ორ პოსტერში მოაქცია!

„რობოტის სუიციდი“ — საქმით დაღლილმა რობოტმა თავი მოიკლა!