თუ პროგრამების გამოყენებას იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ფასიანია, უფასო ალტერნატივებს შემოგთავაზებთ, რომლებიც გამოსაყენებლად პროფესიონალურ დონესაც არ მოითხოვს.
LIBREOFFICE დოკუმენტებისთვის
ეს შესანიშნავი, უფასო ხელსაწყოა, თავსებადია იმ ფაილების ფორმატებთან, რომლებსაც მაგალითად Word, Excel და PowerPoint იყენებს. LibreOffice-ს ტექსტის დამუშავების ხელსაწყოც აქვს, პრეზენტაციების გაკეთებასაც შეძლებთ, მრავალი პლატფორმის მხარდაჭერასაც შემოგთავაზებთ და მარტივადაც გამოიყენებთ.
თუმცა ალტერნატივებში გუგლის Docs, Sheets და Slides მაინც აუცილებლად უნდა ვახსენოთ…
PIXLR სურათებისთვის
სურათების ონლაინ რედაქტირების ხელსაწყოა, რომელიც მრავალ ფუნქციას გთავაზობთ. განსაკუთრებული სიმარტივითაც გამოირჩევა, რის გამოც ამ საკითხში სრულიად გამოუცდელ ადამიანებსაც კი შეუძლიათ PIXLR-ით პირველი ნაბიჯი გადადგან. მართალია, უფასო ვერსია ერთდროულად მხოლოდ 3 პროექტის შენახვის საშუალებას გაძლევთ, მაგრამ Plus ვერსიის ფასი საკმაოდ დაბალია…
OPENSHOT ვიდეოებისთვის
თუ Mac ან Windows 11 PC გაქვთ, ეს არც დაგჭირდებათ — iMovie-ითა და Clipchamp-ით შეგიძლიათ ისარგებლოთ, რომლებიც უკვე დაინსტალირებულია თქვენს კომპიუტერზე, უბრალოდ უნდა გახსნათ და თქვენი აზრი გაგვიზიაროთ. ხოლო თუ სხვა მოწყობილობებს ფლობთ, OPENSHOT ნამდვილად გამოგადგებათ — მარტივია გამოსაყენებლად, ფუნქციების საინტერესო ნაკრებს გთავაზობთ და ხელმისაწვდომია Mac-ზე, Windows-ზე, Linux-სა და ChromeOS-ზე.
და თუ ფიქრობთ, რომ არც iMovie, Clipchamp და OpenShot არის საკმარისად კარგი თქვენთვის, მაშინ DaVinci Resolve-ს უნდა მიაკითხოთ.