24
Oct
2018

3 გზა, როგორ შევინარჩუნოთ კარგი თანამშრომელი 

24 Oct 2018

კომპანიიდან, თანამშრომლის და მით უმეტეს, კარგი კადრის წასვლა, ხელმძღვანელისთვის, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული მსხვილი ქსელი LinkedIn-იც კი, 2017 წელს, დასაქმებულთა 11%-მა დატოვა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ თანამშრომლები, თითქმის, ყველა სექტორის კომპანიას ერთნაირი ინტენსივობით ტოვებენ. თუმცა, ხანდახან, ცვლილებები აუცილებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გადამზადება, ახალი კადრების ძიება და დასაქმება უცვლელ ციკლს წარმოადგენს. კომპანიებს ახალი კადრების აყვანა ძვირი უჯდებათ – მუდმივი ტრენინგები, მომზადება, უამრავი დრო და ენერგია სჭირდებათ. ამიტომ, თუ ამ ყველაფრის თავიდან აცილება გსურთ, შეძლებისდაგვარად, მიაქციეთ ყურადღება, რა სჭირდებათ თანამშრომლებს და მათგანაც ანალოგიურ დამოკიდებულებას მიიღებთ.

წარმოგიდგენთ 3 გზას, როგორ შეინარჩუნოთ კარგი თანამშრომელი:

მიეცით, რაც თავად სურთ. საამისოდ კი, პირველ რიგში, მოუსმინეთ, დააკვირდით მათ ქცევებს და გაარკვიეთ, რეალურად, რა სჭირდებათ სამუშაო პროცესში. როგორც კი პრობლემებს მოუგვარებთ, თუნდაც რაღაც ნაწილს, კომპანიიდან თანამშრომლების გადასვლა, მნიშვნელოვნად შემცირდება.

ჩადეთ თანამშრომლებში ინვესტიცია.ზოგადად, ადამიანი, თავს დაცულად გრძნობს იქ, სადაც მისი ცხოვრებით ინტერესდებიან. ამიტომ, კარგია, როდესაც  კომპანიები კადრების განათლების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ. საგანმანათლებლო გადასახადებზე ზრუნავენ. მათ კი მოტივაცია ეძლევათ, განვითარდნენ და კარიერული კუთხით წინ წავიდნენ. ეს კი, პირველ რიგში, დამსაქმებლისთვისაა სასარგებლო.

გაუზიარეთ მათ მომავლის ხედვები. ყველაზე მეტად, ადამიანებს, გაურკვევლობა აშფოთებთ. ამიტომ, ესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომ უკეთ გააცნობიერონ, როგორი უნდა იყოს, თავიანთი მომავალი კარიერული გზა.

წყარო: Inc.com



განხილვა