15
იან
2018

როგორ უნდა განაწყოთ თანამშრომლები თქვენ მიმართ ემპათიურად?!

15 იან 2018

კარიერაში წინსვლისთვის მხოლოდ საქმის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საკმარისი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული უნარ-ჩვევები. წარმოიდგინეთ, მენეჯერს, რომელმაც ტექნიკური დეტალების დონეზე იცის საქმე, ძალიან უჭირს თანამშრომლებთან ურთიერთობა. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი სერიოზულ პროექტს ხელმძღვანელობდეს?! მას ხომ საკუთარ გუნდში უჭირს ურთიერთობების დალაგება?! ამიტომ, თუ გსურთ, უკეთესი მენეჯერი ან უბრალოდ კარგი თანამშრომელი იყოთ, სამსახურში, თქვენ მიმართ თანაგრძნობისა და ემპათიის ზრდაზე იფიქრეთ. 

statiebi-bog
statiebi-bog

დაიმახსოვრეთ:

მოუსმინეთ სხვებს!

გარშემომყოფებს მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მთელი გულითა და გონებით მოუსმინეთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მათი მთავარი გზავნილის გაგებას. ყურადღება მიაქციეთ თქვენი თანამშრომლების საუბრის ტონსა და სხეულის ენას. რეალურად შეეცადეთ, გაიგოთ და იგრძნოთ, რაზე გესაუბრებათ კოლეგა, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. ეს მუშაობისას ძალიან დაგეხმარებათ, განსაკუთრებით იმ თემებთან მიმართებაში, რაზეც განსხვავებული აზრი გაქვთ. არ არის საჭირო, ერთმანეთს ყველაფერზე ეთანხმებოდეთ, თუმცა, აუცილებელია,  იცოდეთ, რას ფიქრობს და ამბობს ამა თუ იმ საკითხზე თქვენი კოლეგა.

კარგად მოექეცით ადამიანებს!

გარშემომყოფებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც გინდათ, რომ თავად მოგექცნენ. ეცადეთ, ხშირად გაუღიმოთ მათ. ურთიერთობაში ყოველთვის მომგებიანია სიკეთე და კარგი მანერები – სხვებიც ანალოგიურად მოგექცევიან. ასე თანამშრომლებთან ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა გექნებათ. თუ გადაწყვიტეთ, რომელიმე მათგანს დაბადების დღეზე საჩუქარი მიართვათ, შეარჩიეთ ისეთი რამ, რაც თქვენ კი არა, იუბილარს მოეწონება.

ნუ გააკრიტიკებთ ადამიანს დაუფიქრებლად!

სანამ ვინმეს განსჯით და გააკრიტიკებთ, თავი ჯერ მის ადგილზე წარმოიდგინეთ. გაიხსენეთ გასაუბრების პროცესი. ვითომ, თავად ხართ გასაუბრებაზე. რას ფიქრობდით და გრძნობდით, ბოლოს რომ მსგავს სიტუაციაში იყავით? ხომ ნერვიულობდით? მაშინ ზუსტად გაიგებთ იმ ადამიანის განცდებს, ვისაც თქვენ უტარებთ გასაუბრებას. დაძაბულობა რომ მოუხსნათ, კარგი იქნება, დაიწყოთ შეკითხვით „მიამბეთ თქვენ შესახებ?“. შემდეგ ნელ-ნელა გადადით უფრო რთულ და ტექნიკურ შეკითხვებზე.



განხილვა